გიგი უგულავა თავისუფალია

© AFP 2024 / VANO SHLAMOVგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ბრალდების გადაკვალიფიცირება მოახდინა და გიგი უგულავას 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება დატოვა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე პატიმრობის ვადა შეუმცირა.  

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავა მალე საპატიმროს დატოვებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის სექტემბერში გიგი უგულავა 2009-2010 წლებში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ „თბილსერვის ჯგუფში“, რომლის დანიშნულება მაშინ მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაფინანსება იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ბრალდების გადაკვალიფიცირება მოახდინა და გიგი უგულავას 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის ვადა უგულავას 2017 წლის 9 იანვარს ეწურებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ, „პატიმრობის შესახებ“ კანონის თანახმად, პატიმარმა ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა დატოვოს საპატიმრო, ხოლო 7-8 იანვარი უქმე დღეებია, ამიტომ უგულავამ საპატიმრო დღეს დატოვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0