გიგი უგულავა მალე საპატიმროს დატოვებს

გამოწერა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ბრალდების გადაკვალიფიცირება მოახდინა და გიგი უგულავას 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე პატიმრობის ვადა შეუმცირა, შესაბამისად, უახლოეს დროში ის დატოვებს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებას, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის სექტემბერში გიგი უგულავა 2009-2010 წლებში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ „თბილსერვის ჯგუფში“, რომლის დანიშნულება მაშინ მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაფინანსება იყო. 

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის განაჩენი დღეს გამოცხადდება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ბრალდების გადაკვალიფიცირება მოახდინა და გიგი უგულავას 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით პატიმრობა შეუფარდა.

„ეს ვადა 9 იანვარს იწურება. „პატიმრობის შესახებ“ კანონის თანახმად, თუ გათავისუფლების დღე გამოსასვლელ დღეს ემთხვევა, მაშინ მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს სამუშაო დღეს. 8 იანვარი დასვენების დღეა, 7 იანვარი კი შობაა და, შესაბამისად, ასევე დასვენების დღეა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გიგი უგულავა დღესვე გათავისუფლდება“, — განაცხადა ბასილაშვილმა.

უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააპატიმრეს. მას რამდენიმე საქმეზე წაუყენეს ბრალი — კომპანია „სითი პარკის“ შემოსავლების არამიზნობრივად გაზრდაში, ასევე ფულის გათეთრებაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას უნდა მოხმარებოდა და „თბილისის განვითარების ფონდის“ სახსრების გაფლანგვაში. თუმცა, არც ერთ ამ საქმეზე სასამართლოს განაჩენი გამოტანილი არ აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0