თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

© FB / Министерство экономикиტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კონფერენციის 300-მდე დელეგატი სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივებს განიხილავს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია "ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის" დღეს თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში" გაიხსნა.

"სახელმწიფო მთის კურორტების განვითარებაში ძალზე კონცრენტრირებულად ხარჯავს საკმაოდ დიდ რესურსებს, შესაბამისად, ეს კონფერენციაც არის ამ რესურსებისა და ამ აქტივობების დაფასება. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები. ამიტომ ვთვლით, რომ ეს მიმართულება ჩვენი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილია და ეს კონფერენცია ძალიან ხელსაყრელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პრომოცია" — განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

ტალებ რიფაი - Sputnik საქართველო
ტალებ რიფაიმ საქართველოში ტურიზმის ზრდის ტენდენცია აღნიშნა

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, კონფერენციაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს. "კონფერენცია ხელს შეუწყობს მსოფლიოში უკვე არსებული დიდი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც მთის კურორტების, ასევე ზოგადად ტურიზმის განვითარებას" — აღნიშნა ჩოგოვაძემ.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობს
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობს - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობს

"ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე სამთო კურორტების განვითარებისთვის, რადგან თბილისში ჩამოსულია ძალიან ბევრი ექსპერტი, ინვესტორი და მთის მენეჯერი, რომლებიც ეცნობიან საქართველოს პოტენციალს სამთო კურორტებზე. ამ კონფერენციაზე განხილული იქნება ის პრობლემები და გამოწვევები, რაც დღეს არსებობს სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ დიდ ოჯახში ვართ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დღეს — გვეკითხებიან, ჩვენც ვეკითხებით და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას" — განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

კვირიკაშვილმა ტურიზმის საკითხები ესპანეთის მეფესთან განიხილა - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა ტურიზმის საკითხები ესპანეთის მეფესთან განიხილა

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ და კორეის ქალაქ ულსანის მერის მოადგილემ ჰიო იონ ვუკმა მიმართეს.

საერთაშორისო კონფერენციაში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს. ისინი განიხილავენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივების, ახალი ბაზრების დივერსიფიკაცის, ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების, სამთო ტურიზმის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო ბაზრებზე სამთო კურორტების პოპულარიზაციის კუთხით ინოვაციური მეთოდების გამოყენებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება.

ტურისტები ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
ნიკო კვარაცხელია: სათავგადასავლო ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს

კონფერენციაში მონაწილეობენ სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და Atout France-ეს ადმინისტრატორი მიშელ დურიუ, MDP კონსალტინგის პრეზიდენტი პასკალ ღუ, შვეიცარიის ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის დოქტორი ფიონა პია, ჩინეთის ტურიზმის კვლევის ინსტიტუტის დამაარსებელი ვოლფგანგ არლტი, ირანის სამთო ფედერაციის საერთაშორისო საქმიანობის პრეზიდენტი მაჰმუდ ჰაშემი, მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი ქეისი ოდაუდი და კონფერენციის სხვა დელეგატები.

ღონისძიების ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

ყველა ახალი ამბავი
0