საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტი დაგმო

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიმეტროს სადგური "Технологический институт" სანქტ-პეტერბურგი
მეტროს სადგური Технологический институт სანქტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა „ტერორისტული აქტის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

თბილისი, 4 აპრილი  — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაგმო სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტი, რომლის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა.  

პეტერბურგი მეტროსადგურებს Сенная площадь-ი და Технологический институт-2-ს შორის გადასარბენზე აფეთქება ორშაბათს ადგილობრივი დროით 14:30 საათზე მოხდა. სადგურზე Площадь Восстания თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დროული აღმოჩენის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება აღიკვეთა.

”ჩვენ ვგმობთ ყველა ტერორისტულ აქტს, ასეთი ტიპის გამოვლინებას. ყველა ტერორისტული აქტი დიდ ზიანს აყენებს საერთო უსაფრთხოებას და მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისკენ“, — განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.

აფეთქება მეტროში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი სანკტ-პეტერბურგში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს

მისივე თქმით, ყველა ტერორისტული აქტი დიდ ზიანს აყენებს საერთო უსაფრთხოებას და მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისკენ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიზანი უნდა იყოს, რომ შესაძლებელი იყოს ტერორიზმის დამარცხება”, — განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. დაღუპულთა ოჯახებს და რუსეთის მოქალაქეებს სამძიმარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემაც გამოუცხადა.

„ტერორიზმს საზღვრები არ გააჩნია. ტერორიზმს ეროვნება არ აქვს. ტერორიზმი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი შავი ჭირია, რომლის წინააღმდეგაც საქართველო ძალიან აქტიურადაა ჩართული“, — განაცხადა დოლიძემ.

მეტრო სანქტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა, ვრცელდება ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

მანამდე თავისი სამძიმარი გამოხატეს საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის უკანასკნელი მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 45 დაშავებული საავადმყოფოებში იმყოფება. თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პეტერბურგის განყოფილების უფროსმა დაშავებულთა 51-კაციანი სია გამოაქვეყნა.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა „ტერორისტული აქტის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. კერძოდ, სამართალდამცველ ორგანოებში არსებული წყაროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩაიდინა ტერაქტი, რადიკალურ ისლამისტებთან მჭიდრო კავშირში იყო. წყაროს ინფორმაციით, ვერსია, რომლის თანახმად, პეტერბურგის მეტროში მარტოხელა ტერორისტი მოქმედებდა, რამდენიმე ვერსიიდან მხოლოდ ერთ-ერთს წარმოადგენს. 

აფეთქება პეტერბურგში - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულებს უსამძიმრებს

 ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა რახატ სულაიმანოვმა მანამდე განაცხადა, რომ ტერაქტის შემსრულებელი წინასწარი მონაცემებით, წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა. მან აღნიშნა, რომ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტი რუს კოლეგებთან მუდმივ კავშირშია. სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ აფეთქებასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. სამშაბათს პეტერბურგის მეტრომ მუშაობა განაახლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0