საქართველოს ხელისუფლება სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულებს უსამძიმრებს

© AFP 2024 / Alexander BULEKOV აფეთქება პეტერბურგში
აფეთქება პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის სპიკერმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადეს.

თბილისი, 3 აპრილი- Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ ქართველი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა.

სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურებს  „ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტსა“ და „სენნაია პლოშჩადს“ შორის აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 10 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა.

 „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, — დაწერა მარგველაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე. 

აფეთქება მეტროში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი სანკტ-პეტერბურგში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს

მომხდარი ფაქტის გამო სამძიმარს ასევე გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა.

 „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს, სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. ტერორიზმთან ბრძოლა არის თანამედროვე, ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ჩვენი, ყველას ვალია, ერთად ვებრძოლოთ იმ მოვლენებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — დაწერა ირაკლი კობახიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.


ყველა ახალი ამბავი
0