საქართველოს პრემიერი სანკტ-პეტერბურგში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს

© AFP 2024 / Alexander BULEKOV აფეთქება მეტროში
აფეთქება მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, სანკტ-პეტერბურგში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

თბილისი, 3 აპრილი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

მეტროსადგური - Sputnik საქართველო
სანკტ-პეტერბურგის მეტროში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურებს  „ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტსა“ და „სენნაია პლოშჩადს“ შორის აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 10 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა.

 „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სანკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, — დაწერა კვირიკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.


ყველა ახალი ამბავი
0