თბილისი, 3 აპრილი— Sputnik. სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურ „პლოშჩად ვოსტანიაზე“ გააუვნებელყვეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით.
„მეტროსადგურში „პლოშჩად ვოსტანია“ აღმოჩენილი და დროულად გაუვნებელყოფილია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. სპეციალური სამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები ტერორისტული საფრთხეების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად ოპერატიულ რეჟიმში ზომების მიღებას აგრძელებენ“, — ნათქვამია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
#PrayForSaintPetersburg #метро #взрыв #спб pic.twitter.com/JMcabmVdGu
— Константин (@odessa_1794) 3 апреля 2017 г.
აფეთქება ორშაბათს სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოხდა, 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა, განიხილება სხვადასხვა ვერსია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქება მატარებლის ვაგონში დაახლოებით 14:40 საათზე მოხდა, მეტროსადგურებს „ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტსა“ და „სენნაია პლოშჩადს“ შორის.