თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის მეტროს ვაგონში დაუდგენელი საგანი აფეთქდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„სადგურები „ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტი“ და „სენნაია პლოშჩად“ ორმხრივადაა გადაკეტილი. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. არიან დაშავებულები. სავარაუდოდ ვაგონში აფეთქდა დაუდგენელი საგანი“, — აცნობა სააგენტოს მეტროპოლიტენის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოსკოვის მეტროს უსაფრთხოების ზომები მეტად არ გაძლიერდება, ვინაიდან იქ ეს პარამეტრი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
თუმცა ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენში უკვე დაიწყო უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარება.
ცნობილი ხდება ისიც, რომ აფეთქებისას დაახლოებით 30 დაშავებულს შორის (ამ დროის მონაცემებით) არიან ბავშვებიც, მაგრამ მათი რაოდენობა და ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ტერაქტი არ გამორიცხა.