პრემიერი: მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპორტის მოცულობის და ტურისტების რაოდენობის ზრდამ, ასევე მეზობელ ქვეყნებში სიტუაციის გაუმჯობესებამ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის და მისი განვითარების სწორი გეგმა შეიმუშავა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,8%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2017 იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა 5,2% იყო; თებერვლის — 4,4%.

მთავრობა კმაყოფილია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით

"ეს მაჩვენებლები ასევე ადასტურებს, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და რომ წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი აბსოლუტურად რეალისტურია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა რეფორმების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები და დღეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, პრაქტიკულად მწვანე შუქი გვაქვს, აღნიშნა პრემიერმა და განაცხადა, რომ ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია და ის ფეხდაფეხ მიყვება ცხოვრებაში მათ გატარებას.

კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია კარგი დინამიკით მთელ რიგ მიმართულებებში, რომელთა შორისაა — საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დადებითი გავლენა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებამ მოახდინა.

ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა არის დაგეგმილი.

4%-იანი ეკონომიკური ზრდა იდეალური არ არის

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, 2017 წლის პირველი ორი თვის პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტენდენციების კომენტირებისას.

მთავრობა დიდ სახსრებს ხარჯავს ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებზე, ისე ტურიზმის მიმართულებით, აღნიშნა მინისტრმა.

ბარათები თბილისისა და საქართველოს ხედებით - Sputnik საქართველო
Google საქართველოს ტურისტების მოზიდვაში ეხმარება

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წელი საკმაოდ კარგი ტენდენციით დავიწყეთ და მით უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ, რომლებსაც ეკონომიკური ზრდისთვის ზარალის მიყენება შეუძლიათ, მიზერულადაც კი", — განაცხადა გახარიამ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამჟამად ეკონომიკური ზრდის მიხედვით რეგიონის ლიდერია, მთავრობას ესმის, რომ ეკონომიკის 4%0-იანი ზრდა იდეალური არ არის და მეტს ელის, ხაზგასმით აღნიშნა გახარიამ.

ეროვნული ბანკი ეკონომიკის ზრდის რეზერვებზე

იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკის პოტენციურ დონესთან წყვეტა უარყოფითი რჩება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

აქედან გამომდინარე, მიიჩნევენ ეროვნულ ბანკში, შიდა მოთხოვნა ჯერ კიდევ სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ მას დაკრედიტების ზრდის ტემპები უწყობს ხელს.

© Sputnik / Maria Tsimintiaინფლაცია საქართველოში
ინფლაცია საქართველოში - Sputnik საქართველო
ინფლაცია საქართველოში

 

2017 წლის დასაწყისში საგარეო მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით იზრდება საქონლის ექსპორტი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გზავნილები, თუმცა ეს მაჩვენებელი 2014 წლის მაჩვენებელზე ჯერ კიდევ დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ბაზრებზე სიტუაციის გაუმჯობესებამ ლარის გაცვლით კურსზე ზეწოლა შეამცირა, ინფლაციის ზრდის პროგნოზებიდან გამომდინარე, მარტში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა და რეფინანსირების განაკვეთი 6,75%-მდე გაზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ეკონომიკური ზრდა საქართველოში შესაძლებელია წარმატებული რეფორმების შემთხვევაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგების შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში მთავრობის მიერ შეთავაზებული რეფორმების პროგრამის წარმატებული განხორციელების შემთხვევაშია შესაძლებელი. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კერძო ინვესტიციების, შრომის ნაყოფიერების ზრდისთვის და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა შეათანხმეს - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ახალი პროგრამა შეათანხმა

სტრუქტურული რეფორმების ამბიციური გეგმა სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის ზრდას და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც აამაღლებს კერძო სექტორის როლს როგორც ზრდის მამოძრავებელი ძალის. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს რეგიონის სატრანზიტო და ტურისტულ ცენტრად აქცევს", — ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5%-ს შეადგენს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება. EBRD-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს, რასაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

2015 წელთან შედარებით 2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0