საქართველოს პრემიერმა რეფორმების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

© Sputnik / Anna Yarovikovaსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა არაკეთილმოსურნეები, რომ მთავრობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარებაში ხელს ვერავინ შეუშლის.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბსურდული უწოდა ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა მმართველ პარტიაში შეთანხმებული არ არის.

კვირიკაშვილს არ დაუზუსტებია, ვისგან მოდის ბრალდება, რომ მთავრობას მოქმედების წარმოდგენილ გეგმაზე ერთიანი პოზიცია არა აქვს.

„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ — ეს არის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია“, — აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის სტანდარტებისკენ სწრაფვას

პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ესმით, რომ მთავრობის ნაბიჯები ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და უკეთესი მომავლის შექმნისკენ არის მიმართული.

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გეგმა მოიცავს რეფორმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ განვითარებაზე, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მართვის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და დიდ გამჭვირვალობას.

ყველა ახალი ამბავი
0