საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ახალი პროგრამა შეათანხმა

© Минфин Грузииსაერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა შეათანხმეს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა შეათანხმეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში რეფორმების, მათ შორის სტრუქტურული და ფისკალური, მხარდაჭერის ახალი პროგრამა შეათანხმეს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა შეათანხმეს, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე, აღნიშნულია ფონდის მისიის განცხადებაში.

შეთანხმება ახალი სამწლიანი პროგრამის შესახებ ითვალისწინებს საქართველოსთვის 285 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში. მიღწეული შეთანხმებები უნდა დაამტკიცოს სსფ-ს აღმასრულებელმა საბჭომ, რომელიც, სავარაუდოდ, საკითხს 2017 წლის აპრილში განიხილავს.

პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
ბაირახტარი: ევროპის ბაზარზე სულ უფრო მეტი ქართული კომპანია გადის

„ხელისუფლების პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს

საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადია მიუხედავად 2014 წელს დაწყებული საგარეო შოკის გავლენისა. 2015-2016 წლებში ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 2.8 პროცენტი იყო, რაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის (ჩინეთის გარდა) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ეკონომიკური ზრდის შემდგომი მამოძრავებელი იქნება ხელისუფლების დაგეგმილი რეფორმების სწრაფი განხორციელება, რაც შექმნის კერძო ინვესტირებისათვის შესაფერის გარემოს, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, — განაცხადა ვერა მარტინმა.

© FB/ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი - Sputnik საქართველო
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი

მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც სწრაფ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს. მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამბიციური რეფორმების გასატარებლად ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

სსფ საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას მხარს დაუჭერს

„აღნიშნული სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. ახალი პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, სსფ-მა მოიწონა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნება ჩვენი ქვეყნის პარტნიორი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში“, — განაცხადა მინისტრმა.

„სსფ-ის პროგრამის არსებობა ქვეყანაში არის ის დადებითი სიგნალი, რომელიც გადაეცემა პოტენციურ ინვესტორებს, არამარტო უცხოელ ინვესტორებს, არამედ შიდა ინვესტორებსაც, რომ ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, არის კარგი და დადებითი“, — განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

სსფ-ის წინა სამწლიანი პროგრამა  საქართველოში 2014 წლის ივლისში დამტკიცდა და ითვალისწინებდა საკრედიტო ხაზის სახით (Stand by Arrangement) 154 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფას.

ყველა ახალი ამბავი
0