Google საქართველოს ტურისტების მოზიდვაში ეხმარება

© Sputnik / Alexander Imedashviliბარათები თბილისისა და საქართველოს ხედებით
ბარათები თბილისისა და საქართველოს ხედებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამის ინტერნეტ-კამპანია ჩატარდება, არიან რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გერმანია, იტალია.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საზაფხულო სეზონისთვის 14 ქვეყანაში აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს, რომლის განხორციელებაშიც Google ეხმარება, განაცხადა პრესკონფერენციაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამის ინტერნეტ-კამპანია 25 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ჩატარდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გერმანია, იტალია, ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, სომხეთი, ლიტვა და ლატვია. ინტერნეტ-კამპანიის პრეზენტაციაზე თბილისში Google-ის თანამშრომლები ჩამოვიდნენ.

სამეგრელოს რეგიონი გამოფენაში მონაწილეობს - Sputnik საქართველო
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ბერლინის გამოფენაზეა წარმოდგენილი

საზაფხულო მარკეტინგული კამპანიის მზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული Google-ის სპეციალისტები, რომელთანაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეოთხე წელია თანამშრომლობს.

კომპანია Google-მა გასულ წელს მონაწილეობა მიიღო TOUCH-ის ციფრული მარკეტინგის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ.

ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ საზაფხულო მარკეტინგული კამპანია გაზრდის საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი ინტერესს, რაც ტურისტების მოზიდვაზე დადებითად აისახება.

2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა და მოგზაურების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (6, 350, 825), ზრდის ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა და პოზიტიური მაჩვენებლები დაფიქსირდა იანვრის (ტურისტები + 32,4 %) და თებერვლის (ტურისტები + 16,4%) თვეშიც. დარწმუნებული ვართ, რომ ზაფხულიც არანაკლებ წარმატებული გვექნება, ამისთვის კი სამზადისსა და აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას უკვე ვიწყებთ", — განაცხადა ჩოგოვაძემ.

ინტერნეტ-კამპანიის გარდა, ტურიზმის ადმინისტრაცია რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და ბელარუსის წამყვან არხებზე სატელევიზიო რეკლამას განათავსებს.

ონლაინ-კამპანიისთვის გამოყოფილია 3,5 მლნ ლარი, სატელევიზიო რეკლამისთვის კი 4,1 მლნ ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0