სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ბერლინის გამოფენაზეა წარმოდგენილი

© photo: courtesy of Samegrelo-Zemo Svaneti regionსამეგრელოს რეგიონი გამოფენაში მონაწილეობს
სამეგრელოს რეგიონი გამოფენაში მონაწილეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელო–ზემო სვანეთის პოტენციალს საერთაშორისო გამოფენის ITB Berlin–ის დამთვალიერებლებსა და ტუროპერატორებს რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია აცნობს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ სავაჭრო გამოფენაზე ITB Berlin–ი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი პირველად არის წარმოდგენილი.

რეგიონის ტურისტული ობიექტები და არსებული პოტენციალი გამოფენის დამთვალიერებლებსა და საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს თავად გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა, ნათქვამია გუბერნატორის ადმინისტრაციის Facebook–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 „ჩვენ წელს პირველად ვმონაწილეობთ მსგავსი მასშტაბის გამოფენაში. ესაა ახალი შესაძლებლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ჩვენი პავილიონი საკმაოდ დატვირთულია და დაინტერესება დიდია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონით. ჩვენ წარვადგინეთ რეგიონის შესახებ სხვადასხვა ბროშურები, ბუკლეტები, წიგნები ვიდეოპროდუქცია“, — აღნიშნა შონიამ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტებს კვალიფიციური გიდები მოემსახურებიან

გამოფენაზე ცალკეა წარმოდგენილი ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Gem Fest–ი და ზუგდიდის გამგეობა. ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დაინტერესებულ პირებსა და ტურისტულ კომპანიებს ღონისძიების დეტალები გააცნო.

საერთაშორისო გამოფენა ბერლინში 12 მარტამდე გაგრძელდება. ITB Berlin–ზე წარმოდგენილია ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტი — ტურიზმის საერთაშორისო ფედერაციები, ნაციონალური და რეგიონალური ტურისტული ორგანიზაციები, ტურისტული და სატრანსპორტო სააგენტოები და ტუროპერატორები, სასტუმროები, სადაზღვევო კომპანიები და სხვ.


ყველა ახალი ამბავი
0