სასკოლო სახელმძღვანელოები: გრიფირების ახალი წესები

© Fotolia / Sergii Kondrytskyiმოსწავლეები წიგნებით
მოსწავლეები წიგნებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სკოლებში 2018 წლიდან განახლებული სახელმძღვანელოები გაჩნდება.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი ფორმატი შეიმუშავა, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელს გამოჩნდება, განაცხადა ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.

გრიფირება სახელმძღვანელოების შექმნის პირველი ეტაპია, რომელსაც სახელმწიფო კომისიის წევრები აფასებენ. სწორედ ისინი არჩევენ, რომელი წიგნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

მურღულიამ აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმძღვანელოების გრიფირების ისტორიაში პირველად წიგნების დაბეჭდვის წინ სამი თვის განმავლობაში ისინი ხელმისაწვდომი იქნება სპეციალისტებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებიც გამოავლენენ ხარვეზებს, ხოლო მომავალში ავტორები ვალდებული იქნებიან, კორექტივები შეიტანონ მასში.

გრიფირების ფორმატი, რომელიც განათლების სამინისტრომ გამომცემლობების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა, ითვალისწინებს მხარეთა თანასწორობას და პროცესის გამჭვირვალობას.

ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლაში - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოები და რვეულები 6,4 მლნ ლარი დაუჯდა

კერძოდ, ახალი ფორმატი მოიცავს საავტორო უფლებების დაცვის უპრეცედენტო მოდელს ჰოლოგრამის გამოყენებით, გრიფირების ღირებულების გაუქმებას — ადრე იმისთვის, რომ სახელმძღვანელოს ექსპერტიზა გაევლო, გამომცემლობა 1600 ლარს იხდიდა ერთ სახელმძღვანელოში. ახლა ეს თანხა სულ 100 ლარი იქნება.

სახელმწიფო სკოლებს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოამარაგებს. სხვა ავტორები, რომლებიც ასევე მიიღებენ გრიფს, თავის წიგნებს კერძო სკოლებს შესთავაზებენ, აღნიშნა მურღულიამ.

ახალი გრიფირების ფორმატის ფარგლებში განათლების სამინისტრო ადგილობრივ ავტორებს შესაძლებლობას აძლევს, სახელმძღვანელოები უცხო ენაზეც შექმნან.

უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი პირობების მიუხედავად, რიგი გამომცემლობები სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. კერძოდ, ისინი მოითხოვენ, რომ ტენდერი არ ჩატარდეს. მურღულიას განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტით შესყიდვის შემთხვევაში ტენდერის ჩატარება აუცილებელია.

"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი პრეტენზია, თითქოს ტენდერის ჩატარება ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაუშვებელია… ტენდერის პრინციპი, როგორც კანონისა და საზოგადოებრივი ინტერესების მოთხოვნა, უცვლელი რჩება", — აღნიშნა მურღულიამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების ახალი მინისტრის თამამი გეგმები

მურღულიამ ასევე განაცხადა, რომ წიგნის შექმნა და მისი გამოქვეყნება ორი სხვადასხვა სეგმენტია. ამის დასტურია გამომცემლები, რომლებსაც არა აქვთ სტამბა და პირიქით — სტამბა, რომელსაც არ ჰყავს გამომცემლები.

სახელმძღვანელოების გამოცემის საერთო ღირებულება დაახლოებით 7,5 მილიონი ლარი იქნება.

"მიმდინარე რეფორმის ფარგლებში სამინისტრო ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს, რათა მოსწავლეებმა 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი განათლება მიიღონ", — განაცხადა მურღულიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს პრესასა და საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ახალი სახელმძღვანელოების მომზადების საკითხები და მიუხედავად იმისა, რომ უწყება ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიურად მუშაობს, გარკვეული ძალები ამ თემის პოლიტიზებას ცდილობენ. სწორედ ამიტომ სამინისტრო სავალდებულოდ მიიჩნევს, ამ საკითხის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი საზოგადოებას გააცნოს.

შშმ პირი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად ინკლუზიური განათლების პორტალი შეიქმნა

ამჟამად საქართველოს განათლების სამინისტრო სახელმწიფო სკოლებს უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს და, მთავრობის სტრატეგიის თანახმად, ასე გაგრძელდება მომავალშიც.

"გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა გაუქმებული არ არის და არც გაუქმდება. ის მთავრობის ოთხპუნქტიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა", — აღნიშნა მურღულიამ.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ გრიფირების ახალი ფორმატის პირობები გააპროტესტა. კერძო გამომცემლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ტენდერში მონაწილეობა მიუღებელია. ქართველი გამომცემლები ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ, რათა განათლების სამინისტრო საკუთარ სიმართლეში დაარწმუნონ. მათი განცხადებით, ქართველი კოლეგების მხარდასაჭერად საქართველოში მსოფლიო გამომცემლობების ასოციაციის წარმომადგენლები ჩამოვლენ.

ყველა ახალი ამბავი
0