საქართველოს ხელისუფლება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიველური მაიხუანა
ველური მაიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე, დიდი ოდენობის პარტიების გარდა, პატიმრობის გაუქმებას სთავაზობს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა ცვლილებათა პაკეტი მარიხუანასა და კანაფის მოხმარების მარეგულირებელ ხუთ კანონში, რომელთა თანახმად მათი განმეორებითი მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად დარჩება.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2016-2017 წლებში არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის, და ასევე პირადი მოხმარების მიზნით მისი დამზადებისთვის. ამ სახის ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეები ვარაუდობდნენ, რომ ხელისუფლება მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სასჯელს კოდექსიდან ამოიღებდა.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასჯელის თაობაზე შეიძლება რეფერენდუმი ჩატარდეს

იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკუთარი ვარიანტი შესთავაზა, რომელიც ამ სახის ნარკოტიკების მოხმარებისთვის განკუთვნილ სასჯელს ამსუბუქებს.

შეთავაზებული ვარიანტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება გაჩნდეს მუხლი, რომელიც მხოლოდ კანაფისა და მარიხუანასთან დაკავშირებულ დანაშაულს შეეხება. დანარჩენი მუხლები, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა, გავრცელება, მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სასჯელს განსაზღვრავს, კანაფსა და მარიხუანას არ შეეხება.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოში 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შენახვა დასჯადი აღარ იქნება

ახალი ვერსიით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფის და მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ან განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას ან გამასწორებელ სამუშაოებს.

ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 900 ლარიდან 2100 ლარამდე, დამამძიმებელ გარემოებებიდან გამომდინარე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ეს ქმედება ითვალისწინებდა ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას.

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი - Sputnik საქართველო
„გირჩის“ ლიდერმა თბილისში საჩვენებლად „ბიო“ ნარკოტიკი იყიდა და პოლიციას გადასცა

ამასთან, ახალი ვერსიით ერთის და ერთზე მეტი კილოგრამის კანაფისა და მარიხუანას ნედლეულის, ასევე 500 გრ გამხმარი მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა ან დამზადების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით არის გათვალისწინებული.

იმავე დანაშაული, ჩადენილი არაერთხელ, პირთა ჯგუფის ან იმათ მიერ, ვისაც სხვა დანაშაულიც აქვს ჩადენილი, დაისჯება 3-დან 7 წლამდე პატიმრობით. ამავე დროს მარიხუანას და კანაფის გაყიდვა 3-დან 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება (დამამძიმებელი გარემოებების გათალისწინებით).

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„მე არ მომიწევია მარიხუანა“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აღიარება

მარიხუანას და კანაფის მოხმარება-შეძენაზე პირველ ჯერზე ჯარიმა 500-დან 300 ლარამდე მცირდება. სხვა სახის ნარკოტიკების მიმართ ჯარიმა უცვლელი დარჩება.

გარდას ამისა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ნასამართლეობა მოიხსნება, თუ ნარკოტიკებზე შემოწმება უარყოფით პასუხს აჩვენებს.

ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პარლამენტი მათ მხარს სამ მოსმენაში დაუჭერს, მიღებულ კანონპროექტებს ხელს პრეზიდენტი მოაწერს და ისინი საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 4800 გამოკითხულიდან მარიხუანა ერთხელ მაინც გასინჯული აქვს 15,9%-ს. საქართველოში მამაკაცებს შორის მარიხუანის მოხმარების ასაკი 19-22 წელია, ქალებს შორის კი — 20-22 წელი.

ყველა ახალი ამბავი
0