„მე არ მომიწევია მარიხუანა“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აღიარება

© REUTERS / David Mdzinarishviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაციისას აუცილებელია უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ინტერესების გათვალისწინება, მიაჩნია ირაკლი კობახიძეს.

თბილისი, 30 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ მას მარიხუანა არ მოუწევია.

პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ ერთადერთი Facebook-პარტიაა საქართველოში. ცოტა ხნით ადრე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ახალი წლის ღამეს კანაფის დათესვას აპირებენ, რათა მთავრობის ყურადღება მიაპყრონ მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხის განხილვის აუცილებლობას პარლამენტსა და მთავრობაში. მანამდე „გირჩმა“ სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი პირი მსუბუქი ნარკოტიკის გამოყენებაში დაადანაშაულა.

კანაფი - Sputnik საქართველო
საქართველოს ერთ-ერთ პირველ პირს მარიხუანას მოხმარებაში ადანაშაულებენ

„მე ასეთი გამოცდილება არ მაქვს. რაც შეეხება თავად საკითხს, ის საკმაოდ აქტუალურია და საზოგადოებაში ამ საკითხისადმი განსხვავებული დამოკიდებულებაა“, — განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიისას ჩვენ განვაცხადეთ, რომ აუცილებელია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ადამიანის უფლებები მკაცრად უნდა იყოს დაცული — ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა სპიკერმა.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის სასჯელი გააუქმა

„ამასთან, კანონით მაქსიმალურად დაბალანსებულად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ინტერესები“, — ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.

გასულ კვირას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის მოხმარება-შენახვა-შეძენისთვის პატიმრობის სასჯელი უკანონოდ ცნო და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ნორმა გაამარტივა.

სარჩელის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველი იყო, რომელმაც თავისი მოთხოვნა იმით ახსნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა საკმაოდ მკაცრ სასჯელს წარმოადგენს. 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა გააუქმა, რომელიც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოხმარებისათვის სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებდა.

ყველა ახალი ამბავი
0