საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის სასჯელი გააუქმა

© AP Photo / Brennan Linsleyმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის პირის მიმართ სასჯელის ფორმად პატიმრობის უკანონოდ ცნობის შესახებ.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის მოხმარება-შენახვა-შეძენისთვის პატიმრობის სასჯელი  უკანონოდ ცნო და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ნორმა გაამარტივა, ნათქვამია  უწყების განცხადებაში.

სარჩელის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველი იყო, რომელმაც თავისი მოთხოვნა იმით ახსნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა საკმაოდ მკაცრ სასჯელს წარმოადგენს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანას მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. სასამართლომ ნორმის ეს ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო”, — ნათქვამია განცხადებაში. 

მარიხუანა - Sputnik საქართველო
„გირჩელები“ საახალწლოდ მარიხუანის დათესვის პირობას დებენ

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა გააუქმა, რომელიც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოხმარებისათვის სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებდა.

ამასთან, სასამართლო გააგრძელებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვას, რომელიც მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისა და დამზადებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ადმინისტრაციულ სასჯელს წარმოადგენს თუ კანონდამრღვევს პირველად დააკავებენ და სისხლის სამართლის კანონდარღვევას, თუ ფაქტი განმეორებით დაფიქსირდება. 

აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
მარიხუანა სკოლის მოსწავლეების 11%-ს აქვს გასინჯული

2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის პერიოდში საქართველოში 4 ათასი ნარკოდანაშაული დაფიქსირდა, რომელთა ნახევარიც ნარკოტიკული საშუალებების განმეორებით მოხმარების ფაქტთანაა დაკავშირებული.

პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის დამზადებისა და მოხმარების ლეგალიზების თემა აქტუალური 2016 წლის ნოემბერში გახდა. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ლიდერებმა საზოგადოებას 31 დეკემბრის ღამით საკუთარ ოფისში მარიხუანის დარგვის პირობა დადეს,  რათა მათი პატიმრობის შემთხვევაში ამ ფორმით მიიქციონ საზოგადოების ყურადღება. 

საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების სრულ ლეგალიზაციას ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“ მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის მიერ თბილისის ცენტრში ჩატარებული აქცია ხმაურისა და პოლიციელებთან დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. „თეთრი ხმაური“ 40 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, კანონპროექტს ამზადებს, რომელიც პარლამენტში უახლოეს დროში შევა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0