საქართველოს ერთ-ერთ პირველ პირს მარიხუანას მოხმარებაში ადანაშაულებენ

© AP Photo / Brennan Linsleyკანაფი
კანაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ერთადერთი Facebook-პარტია ამტკიცებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი - პრეზიდენტი, პრემიერი ან პარლამენტის თავმჯდომარე - მარიხუანას მოიხმარს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, რომელიც მარიხუანის ლეგალიზაციის ინიციატივით გამოდის, ქვეყნის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს ამ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში ადანაშაულებს. 

„გირჩი“ ერთადერთი Facebook-პარტიაა საქართველოში. ცოტა ხნით ადრე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ახალი წლის ღამეს კანაფის დათესვას აპირებენ, რათა მთავრობის ყურადღება მიაპყრონ მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხის განხილვის აუცილებლობას პარლამენტსა და მთავრობაში. 

„ძნელად წარმოსადგენია, ჩვენი მიმართვის სამივე ადრესატს ოდესმე მაინც არ დაგერღვიოთ ეს კანონი, თუმცა ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ და ეს ვიცით ზუსტად. ამიტომ ინტერესით დაველოდებით თითოეული თქვენგანის საჯარო პოზიციას“, — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია თავის გვერდზე აქვეყნებს.

აქცია მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
"გირჩი" სთხოვს საქართველოს პრემიერს მარიხუანას დათესვაში ხელი არ შეუშალოს
 

მარიხუანისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარება საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება პირველი დაკავების შემთხვევაში და სისხლის სამართლის საქმედ – განმეორების შემთხვევაში, რაც დასჯადია ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოებით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. 

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯიას“ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 4,8 ათასი გამოკითხულიდან მარიხუანა ერთხელ მაინც აქვს გასინჯული 15,9%-ს. საქართველოში მამაკაცებს შორის მარიხუანის მოხმარების ასაკი 19-22 წელია, ქალებს შორის — 20-22 წელი. მარიხუანის მომხმარებელ მამაკაცებს შორის მინიმალური ასაკი 12 წელია, ქალებს შორის – 17.

ყველა ახალი ამბავი
0