თბილისი, 28 ნოემბერი– Sputnik. “ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა არ დაუშვას იმ ადამიანებზე ზეწოლა, რომლებიც ახალი წლის ღამეს მარიხუანას დათესვის აქციას უნდა შეუერთდნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მარიხუანას ლაგალიზაციასა და ნარკოტიკების მოხმარებისათვის სისხლის სამართლის სასჯელის გაუქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი წლის ღამეს ოფისში საჯაროდ დათესავენ მარიხუანას.
"იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ჩვენ აქციაში ჩართვისთვის მზად არიან, საჯაროდ არის ცნობილი. პრემიერ-მინისტრს პირადად მინდა მივმართო და ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან მათზე ზეწოლა არ განხორციელდეს",- ბრიფინგზე განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტია ადასტურებს, რომ მარიხუანას დათესვაზე თანხმობა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ავტომატურ დარღვევას ნიშნავს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 12 წლამდე. პარტია ასევე განმარტავს, რომ მარიხუანას დათესვა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს შეუძლიათ. "გირჩთან" ერთად მარიხუანას დასათესად მზად არის 200 კაცი, 640 ადამიანი აქციას მხარს უჭერს.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების თაობაზე კონსულტაციების დაწყებისათვის მზადყოფნას", — აღნიშნა ჯაფარძემ.
მარიხუანას და მისი შემცველი პროდუქტების, როგორც სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, პირველი დაპატიმრების შემთხვევაში ადმინისტრაციულ, ხოლო განმეორებითი დაპატიმრების შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, რაც ჯარიმით ან გამოსაწორებელი სამუშაოებით ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 4,8 ათასი გამოკიხულიდან მარიხუანა ერთხელ მაინც გასინჯული აქვს 15,9%. საქართველოში მამაკაცებს შორის მარიხუანას მოხმარების ასაკი —19-22 წელია, ქალებს შორის კი — 20-22. მარიხუანის მომხმარებელ მამაკაცებს შორის მინიმალური ასაკია 12 წელი, ქალებს შორის-17.