საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

© Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დაიწყო.

მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან უკვე გამართა მოლაპარაკებები ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ — გაფართოებული ფორმატით.

მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის პარტნიორობაზე ისაუბრეს, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

სამშაბათს ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაო სადილს დაესწრო.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
საქართველო - ლატვია: მასპინძლებს „კარგი შედეგი" სწყურიათ

თბილისში საღამოს მარგველაშვილი და ვეიონისი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან, რომელიც 28 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

ვიზიტის ბოლო დღეს, 29 მარტს ლატვიის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩავა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

ამის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში.

მჭიდრო თანამშრომლობა

ერთობლივ პრესკონფერენციაზე თბილისში ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

"საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გაღრმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც განხორციელდება. ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო, ეკონომიკური, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, როდესაც საკითხი შავი და ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობას ეხება. ამ მიმართულებით, მართლაც ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი", — განაცხადა მარგველაშვილმა.

იანის ზლამეტსი - Sputnik საქართველო
ლატვიის ელჩი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს

მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო.

ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის დასტურია და ქართველი კოლეგა ლატვიაში დაპატიჟა.

ვეონისმა ასევე საქართველოს პროგრესი აღნიშნა, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ინტეგრაციის მიმართულებით საქართველო სამაგალითოა თავისი ერთგულებითა და შრომით სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის", — განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ახალი შეთანხმებები

პრესკონფერენციამდე საქართველოს და ლატვიის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმეს.

საქართველოს და ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მესაზღვრეთა თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა.

აგრეთვე, ურთიერთგაგების მემორანდუმი IT ტექნოლოგიების განვითარების სფეროში გაფორმდა. ხოლო საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა და ლატვიის ტელესაკომუნიკაციო ასოციაციამ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

პირველი ქალბატონები

სანამ ორი ქვეყნის პრეზიდენტები სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებს იხილავდნენ, საქართველოს და ლატვიის პირველმა ქალბატონებმა მაკა ჩიჩუამ და ივეტა ვეიონემ ქვეყნების კულტურულ ურთიერთობაზე პრეზიდენტის სასახლეში ფინჯან ჩაიზე ისაუბრეს.

უცხოელმა სტუმარმა ჩიჩუას მოწვევისა და გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მათ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები მიართვეს.

შეხვედრის შემდეგ ქალბატონებმა ძველ თბილისში გაისეირნეს, მოინახულეს ნარიყალა, აბანოთუბანი და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ექსკურსიის დასასრულს ვეიონემ და ჩიჩუამ მეგობრული სადილი გამართეს.

დღესვე უცხოელი სტუმარი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში შენახულ არქეოლოგიურ საგანძურს დაათვალიერებს.

ყველა ახალი ამბავი
0