ლატვიის ელჩი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს

© FB / МВД Грузииიანის ზლამეტსი
იანის ზლამეტსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლატვიის ელჩმა საქართველოში იანის ზლამეტსმა განაცხადა, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როდესაც თბილისში სეირნობს ან ქვეყნის რეგიონებში მიემგზავრება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, განაცხადა ლატვიის ელჩმა საქართველოში იანის ზლამეტსმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

თბილისი - Sputnik საქართველო
NUMBEO: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მეშვიდეა

მხარეებმა საქართველოსა და ლატვიის სამართალდამცველ ორგანოებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„როგორც აღვნიშნე, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ცხადი და თვალსაჩინოა. მე, როგორც თბილისში მცხოვრები ადამიანი, თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ, როდესაც ქალაქის ქუჩებში ვსეირნობ ან რეგიონებში ვმოგზაურობ“, — განაცხადა ზლამეტსმა.

გარდა ამისა, ლატვიელმა დიპლომატმა მღებრიშვილს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, ლატვიის მხარეს სავიზო რეჟიმის გაუქმების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გაუქმებას დაუჭირა მხარი. ევროკავშირის საბჭომ საკითხი ორშაბათს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრების დონეზე უნდა განიხილოს.

უფრო ადრე კვლევითმა პორტალმა Numbeo მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველომ 125 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0