საქართველო - ლატვია: მასპინძლებს „კარგი შედეგი" სწყურიათ

© ФФГვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ლატვიასთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, რომლის შედეგზე, სავარაუდოდ, გუნდის მთავარი მწვრთნელის ბედი არის დამოკიდებული.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ლატვიასთან მატჩში თამაშის შანსს ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც სერბეთის წინააღმდეგ შესარჩევ მატჩში საერთოდ არ უთამაშიათ, ან ცოტა ხანი ითამაშეს, განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართული ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი სამშაბათს თბილისში, დინამო არენაზე" გაიმართება.

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის მატჩი - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები სერბეთის ნაკრებთან წაგებაში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებენ

„თავისთავად, ყველა ერთად არ გამოვა მოედანზე, ზოგი ცვლილებაზე შევა. არ მინდა, მოედანზე პირველივე წუთიდანვე ყველა ახალწვეული გამოვიდეს“, — განაცხადა ვაისმა.

მისი თქმით, გასული წლის ივნისში ესპანელებთან ამხანაგური მატჩის წარმატებით ასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებს არცერთი მატჩი არ მოუგია. „ამიტომ ლატვიასთან თამაშში კარგი შედეგი ჰაერივით გვჭირდება“, — ხაზგასმით აღნიშნა ვაისმა.
მწვრთნელი თავისი შესაძლო გადადგომის თემასაც შეეხო, რომელიც მედიაში სერბეთთან გამართული მატჩის ანგარიშით 1:3 მარცხის შემდეგ გაჟღერდა.

მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას და მატჩს ელოდება: თუ მას იგებს, ის რჩება, თუ არა — მიდის. ამიტომ ჩემი მომავალი ფეხბურთელებზე, ფედერაციის წარმომადგენლებზე, გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რა მოხდება", — თქვა ვაისმა.

ვაისი საქართველოს ნაკრებს სათავეში გასული წლის მარტში ჩაუდგა, როდესაც კახა ცხადაძე შეცვალა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ხუთი ოფიციალური შეხვედრა გამართა, რა დროსაც სამჯერ წააგო – ავსტრიასთან (1:2), ირლანდიასთან (0:1) და სერბეთთან (1:3), ხოლო უელსთან და მოლდოვასთან შეხვედრები ორჯერ ფრედ დაასრულა ანგარიშით 1:1.

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, მატჩს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეიონისიც დაესწრებიან. ლატვიის სახელმწიფოს პირველი პირი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0