საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვია გაანადგურა

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი გამარჯვება 2016 წლის მაისში მოიპოვეს, როდესაც ესპანეთის ნაკრებს მოუგეს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ანგარიშით 5:0 მოუგო ლატვიის გუნდს ამხანაგურ მატჩში, რომელიც თბილისში "დინამო არენაზე" შედგა.

შეხვედრის დაწყების წინ მოედანზე ფეხბურთელების მისასალმებლად გამოვიდნენ საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. სტუმრების კართან ერთმანეთის მიყოლებით სახიფათო მომენტები იქმნებოდა, ერთ-ერთი მათგანი მე-18 წუთზე პენალტის დანიშვნით დასრულდა.

11-მეტრიანი დარტყმა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ განახორციელა და საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 დააწინაურა.

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის მატჩი - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები სერბეთის ნაკრებთან წაგებაში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებენ

გატანილი გოლის მიუხედავად ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელებმა ლატვიის გუნდის რიგებზე შეტევები განაგრძეს.

მორიგი შეტევის შემდეგ 32-ე წუთზე კუთხური დაინიშნა. ანანიძემ ჩააწოდა, ქვილითაიამ კი ანდრის ვანინსის კარის ცხრიანში გაიტანა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა მეტოქეს გადასცა, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 2:0 გავიდნენ.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა — საქართველო ისევ უტევდა, ლატვია კი თავს იცავდა.

ანგარიში 68-ე წუთზე შეიცვალა. შეცვლაზე გამოსული არაბიძის ჩაწოდება ქვილითაიას ზუსტი თაური დარტყმით დასრულდა.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
საქართველო - ლატვია: მასპინძლებს „კარგი შედეგი" სწყურიათ

ქვილითაის მსგავსად ანანიძემაც დუბლი გააფორმა. საქართველოს გუნდის ნახევარმცველმა ისევ შეახსენა ფანებს, რომ კარგად დაყენებული შორეული დარტყმა შეუძლია. ჰავბეკმა უძლიერესი დარტყმა 30 მეტრის სიშორიდან განახორციელა. სტუმრების მეკარეს თავისი გუნდის გადარჩენის არცერთი შანსი არ ჰქონდა.

გიორგი არაბიძემ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაამყარა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს გამარჯვება პირველია 2016 წლის ივნისიდან, როდესაც ესპანეთის ნაკრებს ანგარიშით 1:0 მოუგეს. რაც შეეხება საქართველოს და ლატვიის დაპირისპირებას, ქართველებმა ლატვიელებს 1998 წლიდან პირველად მოუგეს.

შემდეგი მატჩი, რომელსაც საქართველოს ნაკრები გამართავს, მიმდინარე წლის 11 ივნისს კიშინიოვში ჩატარდება, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების ფარგლებში მოლდოვის გუნდის წინააღმდეგ ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0