დედობა, როგორც "გმირობა", შვილი – "სამახსოვროდ"...

© FB / Михаил Лабковскийფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი
ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვი არ შეიძლება იყოს თქვენი პრობლემების გადაჭრის არც საშუალება და არც ინსტრუმენტი! ბავშვი – ეს ბედნიერებისთვის არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად დედაა ბედნიერი.

პრობლემები, რომლებიც უკვე ჩადებულია ბავშვის ჩასახვიდან დაბადებამდე — ნელი მოქმედების ბომბებია, ოდესმე აუცილებლად აფეთქდება, რადგან არსებობს პირდაპირი კავშირი დედის თავში "ოფოფებსა" და ბავშვების, მოზრდილებისა და მთელი ქვეყნის ფსიქოლოგიურ პრობლემებს შორის.

რა წინაპირობები უძღვის წინ ბავშვის დაბადებას? ერთადერთი ჯანსაღი მიზეზი ბავშვის გაჩენისა — ესაა ბავშვის ყოლის სურვილი. და ქალს, რომელსაც სურს ჰყავდეს შვილი, ჩვეულებრივ, ნებისმიერი ცხოვრებისეული განლაგების შემთხვევაში, ჰყავს კიდეც.

გედი - Sputnik საქართველო
გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს? ამისთვის ერთადერთი რამ უნდა გააკეთოთ...

მაგრამ, როგორც ცნობილია, ზოგს ფიქრიც კი არ შეუძლია ამაზე, childfree (ბავშვებისგან თავისუფალი; ინგლ. childless by choice, voluntary childless — საკუთარი სურვილით უშვილო) — ეს კაპრიზი და ეგოიზმი არ არის. ჩვეულებრივ, ეს უკავშირდება საკუთარ მძიმე ბავშვობას, ცუდ მოგონებებს, ფსიქოლოგიურ ტრავმებს. ეს სხვა საუბრის თემაა.

მაგრამ არიან ქალები, რომლებიც მზად არიან, გააჩინონ შვილი, მაგრამ მხოლოდ ქორწინებაში, ხოლო თუ ვერ თხოვდებიან, ბავშვების გარეშე რჩებიან. საუკეთესო შემთხვევაში მიზეზი პასუხისმგებლობის შიშია; ხოლო უარეს შემთხვევაში — ის, რომ ბავშვის ყოლა არ სურთ, მაგრამ მუშაობა — კიდევ უფრო არ უნდათ. და გათხოვების შემთხვევაში ამ პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის იმედი აქვთ. ანუ, დედობა განიხილება, როგორც გმირობა, ისევე, როგორ მუშაობა, რის გამოც ქმარი მუდამ ვალშია ცოლთან.

ასეთი ქალები, ჩვეულებრივ, საუბრობენ, რომ არ სურთ, ბავშვი სიღარიბესა და მამის გარეშე გაზარდონ, ბავშვს ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს და, რაც მთავარია, მას უნდა ჰყავდეს მამა, სრული ოჯახი, ხოლო თუ ასე არაა — კატასტროფაა. შესაძლოა, ამის სჯერათ კიდეც. ამასთან ერთად არასრულ ოჯახებში იზრდება ევროპისა და რუსეთის ოჯახების ბავშვების 54%. ფსიქიკაზე ამის ზემოქმედების საშიშროება გაზვიადებულია. აი, უსიყვარულობა და ოჯახში ნებისმიერი ტიპის ძალადობა — ეს სხვა საქმეა. მაგალითად, არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი (და არაერთი), რომელმაც სამი შვილი გააჩინა და ზრდის მეუღლესთან ერთად. ის ქმრის გარეშეც გაზრდიდა. როგორც ცნობილია, ადამიანს როდესაც სურს, ის შესაძლებლობას ეძებს, როდესაც არ სურს — მიზეზებს.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ტოქსიკური მშობლები, ანუ „ჩემთან ყოველთვის ვალში იქნები“

შემდეგი გავრცელებული ვარიანტია "ასეა მიღებული": ბავშვების მიმართ ქალი არაფერ განსაკუთრებულს არ გრძნობს, მაგრამ ბიოლოგიური საათი "წიკწიკებს" და გინეკოლოგი ეუბნება, რომ 1-2 წელიწადში ორგანიზმი უკვე დანებდება, თან ასაკში გაჩენილ ბავშვებში სხვადასხვა რისკი უფრო მაღალია. ანუ, ბავშვის მიმართ მას "სპეკულანტური" დამოკიდებულება აქვს, ის თითქოსდა ავსებს ქალის წარმოდგენას, რა უნდა გამოჩნდეს და როგორი თანმიმდევრობით მის ცხოვრებაში, რომ მისი ცხოვრება სრულფასოვნად ჩაითვალოს, ხოლო საკუთარი თავი — "შემდგარად". ასეთი ქალებისთვის ბავშვის ყოლის მთავარი მიზეზი მარტოობის შიში და სიკვდილის წინ "წყლის მიმწოდებელია".

შემდეგი მძიმე შემთხვევაა "ბავშვი სამახსოვროდ". ასეთ დროს ქალი ფიქრობს: "სულ არ მინდა ბავშვი, მაგრამ როგორ მიყვარს ის (მამაკაცი). ის კი ცოლიანია. ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია, ასე რომ, მისგან ბავშვს გავაჩენ, რომელსაც მისი თვალები ექნება… მერე ვნახოთ, იქნებ ცოლიც მიატოვოს?" მაგრამ — ბავშვი სუვენირი არ არის! ამას ჯობს სამახსოვროდ ქალმა ტატუ გაიკეთოს კაცის პორტრეტით.

და, ბოლოს: მას არ უნდოდა ბავშვი, არ გეგმავდა, მაგრამ… ასე მოხდა. აქ შედეგები გაურკვეველი, არაპროგნოზირებადია. ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიური გარდაქმნის პროცესში ვიღაცაში იღვიძებს დედობრივი გრძნობა, ვიღაც კი ბავშვს მუცლით ატარებს, მაგრამ შემდეგ ტოვებს. ბავშვისთვის მშობლების საქციელი ყოველთვის ლატარიაა.

შედეგებზე

შეისწავლეთ თქვენი შიშები - Sputnik საქართველო
უნაყოფობის მიზეზები ფსიქოსომატური თვალსაზრისით

ქალები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ბავშვი ქმრისთვის მიძღვნილი უდიდესი საჩუქარია, შვილს აღიქვამენ, როგორც გადასაჭრელ პრობლემას. მათ შვილებთან ურთიერთობა არა აქვთ, ისინი მათ უვლიან და ზრდიან: გარდერობი, წრეები, სკოლა — ყველაფერი, როგორც სხვა ბავშვებს. ამას ასეთი ქალები დიდი ძალისხმევითა და გულმოდგინებით აკეთებენ, ზედმეტად აკონტროლებენ ყველაფერს, ზრუნავენ ბავშვებზე, მაგრამ არა დიდი სიყვარულის გამო, ხოლო პროცესისგან მიღებულ სიამოვნებაზე საერთოდ არაა ლაპარაკი. როგორც ვარიანტი — ზრუნვის უმეტეს ნაწილს ძიძას უტოვებენ და პირველივე შესაძლებლობისას სახლიდან გარბიან.

რა თქმა უნდა, ამ დროს ბავშვი თავს მანიპულაციების ინსტრუმენტად და ტვირთად გრძნობს და ამას მაინც და მაინც არც უმალავენ. ის ასევე ივლის ცხოვრების გზაზე — შეგრძნებით, რომ არავის სჭირდება, რომ ყველასთვის ტვირთს წარმოადგენს, ვერ პოულობს თავის ადგილს სამყაროში და ვერ წარმოუდგენია, რომ ისე, უბრალოდ, უმიზეზოდ შეიძლება ვინმეს შეუყვარდეს.

ის ქალები, რომლებიც გვიან აჩენენ შვილს, ნევროზიანივით იქცევიან. მათთვის წარმოუდგენელია აზრი, რომ გააჩინეს დამოუკიდებელი პიროვნება, ბავშვი მათი საკუთრებაა. ასეთი დედები ითხოვენ ყურადღებას, კაბის კალთაზე ჰყავთ გამობმული ბავშვები და არა იმის გამო, რომ ეშინიათ, ბავშვს არაფერი დაემართოს, არამედ საკუთარი თავის ეშინიათ, რადგან ამ ურთიერთობების ქვაკუთხედი სიბერის, მარტოობისა და სიკვდილის შიშია. "ის ყველაფერია, რაც გამაჩნია!"

ასეთი დედის შვილისთვის მთელი ცხოვრება რაღაცნაირად დედის დაკრძალვისთვის მზადებას წარმოადგენს, რომლის პროცესშიც ესმის, დედამ როგორ "მიუძღვნა მას მთელი ცხოვრება", მის გამო საკუთარ ცხოვრებას "ჯვარი დაუსვა", თუმცა როგორი მამაკაცი "ეძლეოდა", ის კი "უმადურია"… ასეთი ბავშვი ყალიბდება უკიდურესად დამოკიდებულ ადამიანად, რომელსაც მთელი ცხოვრება დედისა და ყოველი შემხვედრის მიმართ დანაშაულის გრძნობა აწუხებს.

დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ! - Sputnik საქართველო
რატომ არ თხოვდებიან ქალები?

რომანტიკულმა გოგონებმა კი, რომლებიც შვილს საყვარელი ადამიანის "სამახსოვროდ" აჩენენ, მერე აღარ იციან, როგორ დაივიწყონ მამაკაცი, როდესაც თვალწინ მისი ასეთი ნათელი "ასლი" (როგორც ნატრობდნენ) უდგათ. მეხსიერება მიდის, ბავშვი კი რჩება და გაღიზიანების ობიექტად იქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამის თვალებით სურვილის ასრულებას ითხოვს. გაჩნდა ახალი პარტნიორი — ქმარი, საყვარელი, მაგრამ ფეხებში მუდამ წარსულში წარუმატებელი რომანის "სუვენირი" ებლანდება. ბავშვს მუდამ ესმის, რომ ისეთივე დებილია, როგორც მამამისი, ისევე არ იცის ჩაცმა, როგორც მამამისმა, ისევე ხმაურიანად ღეჭავს, როგორც მამამისი…

და ამ ყველაფერს ერთ ცხად დასკვნამდე მივყავართ: ბავშვი არ შეიძლება იყოს თქვენი პრობლემების გადაჭრის არც საშუალება და არც ინსტრუმენტი! ჯერ პრობლემები უნდა მოაგვაროთ და შემდეგ გააჩინოთ ბავშვი. იმიტომ, რომ ბავშვი — ეს ბედნიერებისთვისაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად დედაა ბედნიერი.

სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. როგორ ფიქრობთ, საიდან არის ამდენი ადამიანი ჩვენ ირგვლივ, რომლებიც მზად არიან დაემორჩილონ, თავი დაიმცირონ, შეეგუონ, მოითმინონ უფლებების შეზღუდვა? რა თქმა უნდა, ოჯახიდან. აქედანაა იმის რწმენაც, რომ მათი აზრი არაფერს ნიშნავს, არავის აინტერესებს. ეს ახალი არაა, ყველამ გავიარეთ ასეთი ბავშვობა, ისევე, როგორც ჩვენმა მშობლებმა.

ჩვენ არათავისუფალი ადამიანების საზოგადოება ვართ, რომელთათვის უბედურება და დათრგუნულ მდგომარეობაში ყოფნა ცხოვრების ნორმაა. ვშფოთავთ კიდეც, როდესაც კარგად ვართ, რადგან ყველაფერი კარგისთვის უნდა "ვზღოთ", თანაც — მალე. ეს მოჯადოებული წრეა, რომელიც უნდა გაირღვეს და ეს ყველაფერი — უსიყვარულობაცა და არათავისუფლებაც — დედის მუცლიდან იწყება.

 

მასალა მომზადებულია ცნობილი ფსიქოლოგის მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0