ტოქსიკური მშობლები, ანუ „ჩემთან ყოველთვის ვალში იქნები“

CC BY-SA 2.0 / verkeorg / 97771975დედა და შვილი
დედა და შვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

სიუზან ფორვარდი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოთერაპევტი და არაერთი ბესტსელერის ავტორია. წიგნი "ტოქსიკური მშობლები", რომელიც მსოფლიოს თხუთმეტზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, 1989 წელსაა გამოცემული, მაგრამ დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მასში ვერ წააწყდებით "წყალს" — მთელი წიგნი პრაქტიკულ მაგალითებსა და რჩევებზეა აგებული.

მაშ ასე, ვინ არიან ტოქსიკური მშობლები სიუზან ფორვარდის აზრით და როგორი შვილები ეზრდებათ მათ?

არსებობს ორი ახალი ამბავი: კარგი და ცუდი. ცუდი ისაა, თუ მძიმე და ტრავმირებული ბავშვობა გქონდათ; კარგი კი ის, რომ ბავშვობა წარსულში დარჩა და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ წარმატებული აწმყოს შენება.

წერილი - Sputnik საქართველო
დედის წერილი შვილს: ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და შენ გამო ყველა საქმე მივატოვო...

ტოქსიკური მშობლების შვილებს ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ. უპირველესად ეს დაბალი თვითშეფასებაა, რაც მათ თვითგანადგურებისკენ უბიძგებს.

ტოქსიკურები არიან მშობლები, რომლებიც შვილებთან ურთიერთობისას მათი ღირსების შემლახველ დამოკიდებულებას ირჩევენ.

ტოქსიკური მშობლები ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებას, შეპყრობილები არიან აკრძალვებით, პირობითობებითა და სტერეოტიპებით.

ტოქსიკური მშობელი შვილის ნებისმიერ ჯანყსა და ინდივიდუალურ ქცევას პირადად მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევად აღიქვამს. ამიტომ თავდაცვაზე გადადის და ამით კიდევ მეტად ზღუდავს საკუთარი შვილის დამოუკიდებლობას, კიდევ მეტად უმწეოს ხდის მას. ნაცვლად იმისა, რომ პირმშოს ჯანსაღი განვითარებისთვის სტიმული მისცეს, პირიქით, გაუცნობიერებლად ძირს უთხრის მას და ხშირად საკუთარ ქმედებას იმით ამართლებს, რომ ასე ისევ შვილის ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა.

არადა, მეორე მხარეს დგას ბავშვი — ჯერ კიდევ მოუმაგრებელი ფსიქიკით, რომელიც დარწმუნებულია, რომ მშობელი ყოველთვის მართალია.

ალბათ ყველას გსმენიათ მშობლებისგან ფრაზები: "ბავშვი ასე უფრო გამოიწრთობა" და "ბავშვმა უნდა ისწავლოს კარგისა და ცუდის გარჩევა".

წერილი - Sputnik საქართველო
საშობაო ნაძვის ხეებსა და თუთიყუშებში გაფლანგული ფული, დრო და დედის წერილი შვილს

უფრო მეტიც, ყველასათვის ნაცნობია ვითარებები:

• ნეტავ საერთოდ არ გამეჩინე

• ფეხებში ნუ მედები

• გაიზრდები და გაიგებ

• ჩემთან ყოველთვის ვალში იქნები, იმიტომ რომ გაგზარდე

• ისე მოიქეცი, როგორც გეუბნები, ისევ შენთვის სჯობს ასე

• მე ყოველთვის მართალი ვარ, იმიტომ რომ შენზე მეტი მინახავს ცხოვრებაში

• ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ

• კაცი ვერ გენდობა, არაფრის აზრზე არ ხარ…

და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. 

სწორედ ასეთი ფრაზების არსენალი თრგუნავს ბავშვს და დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს, ვინაიდან ძირშივე იკვეთება დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ნებისმიერი ყლორტი.

არსებობს ტოქსიკური მშობლების სხვადასხვა ტიპები. მაგალითად, უბრალოდ ემოციურად არაადეკვატურები, ან ჰიპერმზრუნველები, რომლებიც ბავშვს საშუალებას არ აძლევენ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.

დედა და მოზარდი შვილი - Sputnik საქართველო
თუ გინდა ისევ ჩემი შვილი იყო და არა მეზობელი, ანუ რაში ითხოვდა დედა შვილისგან $717-ს

შესაბამისად, არსებობენ სხვადასხვა ტიპის ბავშვები. მაგალითად ისეთები, რომლებიც პატარაობიდან იძულებულები არიან, დაიმსახურონ მშობლების სიყვარული, ვინაიდან აცნობიერებს, რომ ისე, თავისთავად არავის ეყვარება, რომ უნდა შეეცადოს და დედ-მამის გული მოიგოს, რათა მათგან კეთილი სიტყვის ღირსი გახდეს. ასეთ ბავშვს პატარაობიდან უჩნდება კომპლექსი, რომ ცუდია, უღირსია, რომ მშობლებს მხოლოდ პრობლემებს უქმნის. საბოლოოდ მას უყალიბდება რწმენა, რომ არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც შეიძლება უყვარდეთ. ამიტომ ყოველთვის ეცდება, ადამიანების ყურადღება მათთვის სასიამოვნო საქციელით მიიპყროს. ასეთი ადამიანი ყოველთვის ჩაყლაპავს მის მიმართ გამოვლენილ ნეგატივს, ვინაიდან სჯერა, რომ ასეც უნდა იყოს. მერე კი იტყვის, რომ ასე თავაზიანობის გამო მოიქცა. 

ქალი, რომელსაც ასეთი ბავშვობა აქვს გამოვლილი, ვერაფრით დაიჯერებს მამაკაცის სიყვარულს. ეს მისთვის უცხო და გაუგებარი იქნება, ვინაიდან არ იცის, როგორ მიიღოს სიყვარული.

და ეს ტოქსიკური მშობლების ყველაზე მწარე ნაყოფი არ არის. სამწუხაროდ, არსებობენ კიდევ უფრო სასტიკი მშობლები, რომლებიც არც ფიზიკურ შეურაცხყოფას აკლებენ შვილებს და არც სიტყვიერს.

უნდა თქვას, რომ ბავშვი სიტყვიერ შეურაცხყოფას ბევრად რთულად "ინელებს" — ლამის მთელი ცხოვრება ამახსოვრდება დედის ან მამის მიერ ნათქვამი მწარე, დამამცირებელი სიტყვა.

ჩაფიქრებული მამაკაცი - Sputnik საქართველო
15 წლის ბიჭის მწარე გაკვეთილი მამას: შინიდან წავედი, რადგან...

ტოქსიკური მშობლები შვილების აღზრდით კი არა, მათი დათრგუნვით არიან დაკავებულები, ანუ არა ცუდი საქციელის დაშლითა და კარგის განვითარებით, არამედ მათი პიროვნების განადგურებით.

ერთია, როცა ბავშვს უკრძალავ მოწევას ან სმას, მაგრამ მეორეა, როცა ბავშვს ხატვას უკრძალავ იმ მიზეზით, რომ მაინც ცუდად გამოსდის. ასე ხომ არც არასდროს გამოუვა, იმიტომ რომ ვერასდროს ისწავლის.

ან კიდევ, როცა დედა ან მამა ბავშვს პირობას უყენებს, ექიმი უნდა გამოხვიდე, იმიტომ რომ ოდესღაც მე სწორედ ექიმობა მინდოდაო.

ტოქსიკური მშობლის "მოღვაწეობა", სანამ ცოცხალია, არ წყდება. უკვე დაოჯახებულ შვილებს ახლა იმაში არწმუნებენ, რომ უღირსი მეორე ნახევარი ჰყავს და მისი ოჯახური ცხოვრება ნულია…

სამწუხაროდ, ფორვარდ სიუზანის წიგნში მოყვანილი ყველა ტიპისა და მაგალითის განხილვა აქ შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ტიპაჟები გაგაცანით.

ყველა ახალი ამბავი
0