უნაყოფობის მიზეზები ფსიქოსომატური თვალსაზრისით

© FL/ Johan Larssonშეისწავლეთ თქვენი შიშები
შეისწავლეთ თქვენი შიშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნაყოფობის ფსიქოლოგიური მიზეზები ხშირად გაუცნობიერებელია, ქვეცნობიერშია ღრმად ჩამალული, ამიტომ მისი ნამდვილი მიზეზის გამოვლენაში დახმარება მხოლოდ სპეციალისტს - ფსიქოლოგს შეუძლია.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფრაზა „ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის“ უბრალოდ, თავშესაქცევი კალამბურია. მაგრამ, სინამდვილეში, მასშია მოქცეული მედიცინისა და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების — ფსიქოსომატიკის არსი (ფსიქოსომატიკა — ბერძნულიდან „ფსიქო“ — სული, „სომა“ — სხეული — შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში).

ფსიქოსომატიკა ამტკიცებს, რომ ბევრ (თუ ყველა არა) დაავადებას ფსიქოლოგიური სარჩული აქვს. ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ფსიქოლოგიური მიზეზები უნდა ჰქონდეს ქალს, რომელიც ვერ ორსულდება, ანუ ვისაუბრებთ ფსიქოსომატურ უნაყოფობაზე.

ფსიქოსომატური უნაყოფობის მიზეზები შეიძლება იყოს:

1. ორსულობის, მშობიარობის, ლეტალური შედეგის შიში. შესაძლოა, ოდესღაც პატარა გოგონამ ყური მოჰკრა ვინმეს საუბარს, რომ მისი ორსულობა ძალიან მძიმედ წარიმართა, ან ძალიან გაუჭირდა მშობიარობა. ამან ისე შეაშინა ბავშვი, რომ საკუთარ თავს ორსულობა და მშობიარობა აუკრძალა.

© FL/ Torsten Mangnerორსულობა
ორსულობა - Sputnik საქართველო
ორსულობა

2. ავადმყოფი, მკვდარი, გადახრების მქონე ბავშვის დაბადების, ნაყოფის მოწყვეტის შიში. აქაც, შესაძლოა, გოგონამ ავადმყოფი, ან თანდაყოლილი პათოლოგიების მქონე ბავშვის დაბადების შესახებ მოისმინა და ამან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ამის თავიდან არიდება უნაყოფობით გადაწყვიტა.

3. სურვილი, რომ კონკრეტული მამაკაცისგან შვილი არ გააჩინოს. როდესაც ქალი თხოვდება იმიტომ, რომ „დროა“, ან იმიტომ, რომ მამაკაცი კარგია, წარმატებულია… როდესაც გაცნობიერებულ დონეზე ქალი, მთლიანობაში, კმაყოფილია მეუღლით, მაგრამ ქვეცნობიერად მასში თავისი შვილის პოტენციურ მამას ვერ ხედავს. ან სკანდალები ოჯახში, დაძაბული ვითარება სახლში, მეუღლის გვერდით საკუთარი დაუცველობის განცდა.

4. შიში, რომ კარგი დედა არ იქნება, პასუხისმგებლობის შიში. ბავშვი — ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მას სათანადო მოვლა, ზრუნვა და სიყვარული სჭირდება. თუ ქალი შინაგანად გრძნობს, რომ მზად არაა, ეშინია პასუხისმგებლობის აღების, ეს შეიძლება მისი დაორსულებისთვის ბარიერი აღმოჩნდეს.

5. არასტაბილურობა. არა მარტო ფინანსური, არამედ საერთოდ არასტაბილურობა — ქვეყნის პოლიტიკურ ატმოსფეროში, კრიზისი, საცხოვრებელი ადგილის მუდმივი ცვლა — ეს ყოველივე, შესაძლოა, მიზეზი გახდეს იმისა, რომ ქალში ბავშვის არასასურველ გარემო პირობებში გაჩენის სურვილი დაიბლოკოს.

© FL/ Johnny Silvercloudმძიმე ბავშვობა - ფსიქოლოგიური ტრავმა
მძიმე ბავშვობა - ფსიქოლოგიური ტრავმა - Sputnik საქართველო
მძიმე ბავშვობა - ფსიქოლოგიური ტრავმა

6. საკუთარი ქალური ბუნების მიუღებლობა. თუ მშობლებს ბიჭი უნდოდათ, მაგრამ გოგონა დაიბადა, მას ზრდიდნენ როგორც ბიჭს (მამა მასთან ერთად დადიოდა სათევზაოდ, არემონტებდა ავტომობილს, ტირილისთვის სჯიდნენ), მაშინ მომავალში ამ გოგონას ქვეცნობიერად ორსულობის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს დამოკიდებულება, რომ დაორსულებით მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ წავა, და ეს იქნება აღიარება იმისა, რომ ის გოგონაა. ასევე, როდესაც ქალი ქორწინებაში „ოჯახის უფროსის“ როლს ასრულებს — ის არის ოჯახის ძირითადი მარჩენალი, ის მართავს ყველაფერს — როლების გაცვლა ოჯახში.

7. შიში საკუთარი უმწეობის წინაშე. ქალის შიში, რომ მშობიარობის შემდეგ ის მამაკაცზე დამოკიდებული გახდება, რაღაც დროის განმავლობაში ვერ შეძლებს მუშაობას, შიში, რომ ასეთ უმწეო მდგომარეობაში მიატოვებენ.

8. საკუთარი სხეულის, ფიგურის დამახინჯების შიში. მას თუ კარგი გარეგნობა აქვს და მამაკაცების ყურადღებას იქცევს, ეშინია, რომ ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ გასუქდება, გაუფუჭდება მკერდის ფორმა და ა.შ.

9. ფსიქოლოგიური ტრავმები. ხშირად ქალს ბავშვის გაჩენა არ უნდა, რადგან თვითონ საშინელი, მტკივნეული ბავშვობა ჰქონდა და ეშინია, რომ შვილსაც ასეთივე ბავშვობა შეიძლება ჰქონდეს. ან ასეთი ბავშვობის შემდეგ შვილის აღზრდის სულიერი ძალა აღარ აქვს, რომ გამოიჩინოს მის მიმართ სინაზე, მოითმინოს ბავშვის ჭირვეულობა და ა.შ.

10. ნეგატიური ჩაგონება და თვითშთაგონება. გოგონამ, შესაძლოა, ორსული ქალის მიმართ ნათქვამი მოისმინა — ეგოისტი, გასქელებული, ისტერიკიანი, გაუწონასწორებელი. ან, შესაძლოა, თვითონ გაუჩნდა ორსულობასთან დაკავშირებით ნეგატიური ასოციაციები. ორსულობა მასში რაღაც არასასიამოვნოსთან, მიუღებელთან, არასწორთან, არაბუნებრივთან ასოცირდება.

© FL/ fairuz othmanპასუხისმგებლობის შიში
პასუხისმგებლობის შიში - Sputnik საქართველო
პასუხისმგებლობის შიში

11. სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა. თავად სქესობრივი აქტი აღიქმება, როგორც რაღაც სამარცხვინო, ცოდვა, სექსი — უხამსობა, სიბინძურეა. როდესაც მშობლებმა გადააჭარბეს „სქესობრივ აღზრდაში“ – „ღმერთმა არ ქნას, დაორსულდე“. ორსულობა აკრძალვების დარღვევაში ბრალთან ასოცირდება.

12. თვითდასჯა. როდესაც ქალი არ ორსულდება იმის გამო, რომ რაღაც ცრუ ცოდვებისთვის თავს გაუცნობიერებლად ისჯის, რაღაც ჩადენილისთვის ცოდვის გამოსყიდვა უნდა.

13. დედაზე განაწყენება. როდესაც სიტყვა „დედა“ ასოცირდება წყენასთან, ტირანიასთან, კონტროლთან. საკუთარ დედასთან მტრული, სიძულვილით სავსე დამოკიდებულება, მისი გაკიცხვა იწვევს სურვილს, თვითონ არ აღმოჩნდეს ამ როლში, ეს კი ორსულობას ბლოკავს.

14. უშვილო ცხოვრების მეორადი სარგებელი. როდესაც არ არის სურვილი, შეიცვალოს ცხოვრების ჩვეული სტილი, არ არის მზად, შეიცვალოს დღის განრიგი. სურვილის არქონა, დაემშვიდობოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ქალის (ასევე მამაკაცისაც) უნაყოფობის ფსიქოლოგიური მიზეზები ხშირად გაუცნობიერებელია, ქვეცნობიერშია ღრმად ჩამალული, ამიტომ უნაყოფობის ნამდვილი მიზეზის გამოვლენაში დახმარება მხოლოდ სპეციალისტს — ფსიქოლოგს შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0