გიორგი ვოლსკი: ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს!

© Sputnik / STRINGERპარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი
პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტისა და პარლამენტის მორიგი დაპირისპირება, ვის უნდა ექვემდებარებოდეს მოსმენების სამსახური, ვინ უნდა დააკომპლექტოს იგი და ვის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული. Sputnik საქართველოს კორესპონდენტს ესაუბრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

-ბატონო გიორგი, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, დღეს ყველაზე აქტუალურ თემად იქცა მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტ მარგველაშვილი ვეტო…

— ძალიან ხშირად ისმის ეს ფრთიანი ფრაზა: „კანონი მოსმენების შესახებ", სინამდვილეში ეს გახლავთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მიღებული კანონთა პაკეტი, ის საკმაოდ ვრცელია და ასე იოლად არ უნდა შევხედოთ. აქ არ არის საუბარი მარტო მოსმენა-მიყურადებაზე და შეიცავს მთელ რიგ პროფესიონალურ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია კრიმინალთან ბრძოლისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კრიმინალში არ იგულისხმება მარტო ის რაც საქართველოში ხდება, საუბარია ინტენსიურ საერთაშორისო კორპორატიულ ნარკოდანაშაულებრივ და სხვა სახის სისტემებზე. საბედნიეროდ ასეთი სახის დაჯგუფებები საქართველოში არ არის და ეს მარტო ამ ხელისუფლების დამსახურება არ არის, თუმცა ამ ხელისუფლებასაც ნუ დავუკარგავთ, რომ ბოლო პერიოდის საერთაშორისო სპეციალიზირებულ ნარკოტრეფიკთან დაკავშირებულ რაპორტებში ჩვენი ქვეყანა აღარ ფიგურირებს. შეკითხვას დავუბრუნდები და ჩვენი გუნდის ხედვას შემოგთავაზებთ. მოსმენების საკითხი არ უკავშირდება „ეს შენ გეხებას" ხმაურიან აქციებს. ეს არის ძალიან სერიოზული სისტემა, სადაც ჩართული არიან მთელი რიგი მოკავშირე ქვეყნების სპეციალური სამსახურები და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. განყენებულად იმაზე საუბარი, რომ მოსმენების მთავარი ამოსავალი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საუბრების ჩანაწერების კეთებაა, ერთმნიშვნელოვნად არასწორია. ამ სამსახურში დასაქმებული არიან როგორც ახალგაზრდა სპეციალისტები ისე გამოცდილი კადრები, რომლებიც პატიოსნად, ქვეყნის სიყვარულით ემსახურებიან თავის საქმეს, ისე როგორც ამას ოფიცრის მუნდირი ავალებთ. ინტენსიური შეტევა მიდის სწორედ ამ სტრუქტურაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - Sputnik საქართველო
ჩვენ ნეიტრალური პრეზიდენტი გვჭირდება

-დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს არ უნდა იყოს გასაკვირი…

— და როგორია დღევანდელი რეალობა? ერთ-ერთი ტელეკომპანია, ლამის ყოველ დღე ასაჯაროებს ფარულ ჩანაწერებს და მერე ამაზე აგებს ხმაურიან შოუებს, ამას მოჰყვება ევროპულ სტრუქტურებში გაგზავნილი არზები, რომელსაც ხელს აწერენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რომელთა რეალური წონა ნულთან ახლოსაა და რაღაც ინდივიდუალურ წარმონაქმნებს უფრო გვაგონებენ, სამაგიეროდ სახელები აქვთ რიხიანი. არ ვიცი ამ ჩანაწერების ავტორთა ვინაობა და წარმომავლობა, კერძო სტრუქტურებია თუ რა, მაგრამ ვიცი მთავარი, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს და ეს არის მთავარი. ჩვენს ქვეყანას დიდი პასუხისმგებლობები აქვს აღებული, ახლაც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები ვაშინგტონში იმყოფებიან და მინდა გითხრათ, რომ დღეს საერთაშორისო უსაფრთხოების თემა იმაზე ბევრად აქტუალურია ვიდრე ბევრს წარმოგვიდგენია. როგორც გითხარით, ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გაგვაჩნია, რომლებსაც ვასრულებთ კიდეც. როგორც ვთქვი მთავარია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება გინდა თუ არა უსმინოს ოპონენტებს. იყო დრო საქართველოში, როცა ამაზე იყო აგებული სახელმწიფოს მართვა, გარწმუნებთ, ის დრო წარსულს ჩაბარდა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა კანონს "მოსმენების შესახებ" ვეტო დაადო

-რამდენად შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნები?

— სასამართლოს პრინციპული მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ისიც შესრულებულია. კი, ეს სტრუქტურა არის შექმნილი უსაფრთხოების სამსახურების წიაღში, მაგრამ მათ მიმართ ანგარიშვალდებულება არ გააჩნია, იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის და პრემიერის წინაშე და შესაბამისად არის გაძლიერებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, სასამართლო და პარლამენტის ჩართულობა. ჩემი აზრით მაშინდელმა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება:- კი, ეს არ ვარგა, მაგრამ შევეცადოთ მაქსიმალურად დავხვეწოთ. ისეთი სტრუქტურა, რაზეც ახლა პრეზიდენტი მარგველაშვილი და არასამთავრობოები საუბრობენ მსოფლიოში არ არსებობს, ჩვენ ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ დავიწყებთ ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე. ვინ უნდა იმუშაოს იმ ახალ სტრუქტურაში რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, მაინცდამაინც არასამთავრობოები უნდა მოვიყვანოთ რომ საყოველთაო ნდობა დაიმსახუროს?ან რატომ უნდა ვენდოთ? იქნებ სჯობდეს გამოცდილი და მცოდნე კადრებით დავაკომპლექტოთ და საპარლამენტო კონტროლი გავამკაცროთ? ან კიდევ, რომელ სახელისუფლებო შტოში უნდა ჩაჯდეს ეს სამსახური? ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხვდება, თუმცა ანგარიშვალდებული რჩება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. აქ სერიოზულ სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე. გამოდის, რომ ჩვენი ოპონენტების პოზიცია დაახლოებით ასეთია:-წადი იქ, არ ვიცი სად და მომიტანე ის, არ ვიცი რა…

სმარტფონი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ფარული თვალთვალის საკუთარი წესები წარმოადგინა

-გამოდის რომ…

— გამოდის რომ ვეტოს დავძლევთ. მედიასივრცე აჭრელებულია ამგვარი სათაურებით:- პრეზიდენტისა და პარლამენტის მორიგი დაპირისპირება, ან — შეძლებს პარლამენტი ვეტოს დაძლევას? მთავარი ეს კი არ არის, მთავარია რა საკითხზე მიდის ეს დაპირისპირება, არსს არავინ უღრმავდება, რამდენად სახელმწიფოებრივია ესა თუ ის მიდგომა, ეს უნდა გამოვიტანოთ წინა პლანზე, ჩვენი პოზიცია ამაზე უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ვეტოს დაძლევის პრობლემა დღევანდელ პარლამენტს არ აქვს..

 

ყველა ახალი ამბავი
0