საქართველოს პრეზიდენტმა კანონს "მოსმენების შესახებ" ვეტო დაადო

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის მოდელს ქვეყანაში ფარული მოსმენების ახალი წესების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტების პაკეტს "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" ვეტო დაადო. კანონპროექტი ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას, რომელმაც ფარული თვალთვალი უნდა აწარმოოს.

კანონპროექტების პაკეტი, მიუხედავად ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტისა, საქართველოს პარლამენტმა 1 მარტს დაამტკიცა. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპეტენციაში შევა სატელეფონო საუბრების მოსმენა და ინტერნეტ-კომუნიკაციებზე, ასევე ფოსტითა და ტელეგრაფით კავშირზე თვალყურის მიდევნება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ფარულ მოსმენებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო განახორციელებს

"მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს", — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ვეტოს დადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გამართა.

„ნორმების ნაწილი ეწინააღმდეგება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას", — განმარტა პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სააგენტოს მთავარი მიზანი იქნება ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება სისხლის სამართლის საქმეებზე, ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
ვახტანგ მაისია: ფარულ მოსმენებს სპეციალური უწყება უნდა ახორციელებდეს

ამ სამხილების მისაღებად სააგენტო მოისმენს სატელეფონო საუბრებს, აწარმოებს ფარულ თვალთვალს, მოიპოვებს ინფორმაციას კომპიუტერული სისტემებიდან, განსაზღვრავს გეოლოკაციას, გააკონტროლებს საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებს, განახორციელებს ფარულ აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერებს, ასევე ფოტოგადაღებებს.

გარდა ახალი "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ" კანონისა საქართველოს პარლამენტმა მიიღო 16 შესწორება სხვადასხვა კანონებში.

ახალი კანონის მიღებას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 2016 წლის აპრილში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის "ეს შენ გეხება" სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად აღიარა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნებას რთავდა, ეწარმოებინა ფარული მოსმენები რეალურ დროში, გაეკეთებინა ასლები და შეენახა ეს მონაცემები.

ყველა ახალი ამბავი
0