საქართველოში ფარულ მოსმენებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო განახორციელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტმა საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოსთან ახალი სტრუქტურის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას მხარი დაუჭირა. სააგენტო ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ბოლო მოსმენით მხარი დაუჭირა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას. სააგენტო ფარულ მოსმენა-მიყურადებას განახორციელებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა ორი.

ედვარდ სნოუდენი - Sputnik საქართველო
ედვარდ სნოუდენის 8 რჩევა: როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია ინტერნეტში

ახალი სტრუქტურის კომპეტენციაში შევა სატელეფონო საუბრების მოსმენა და ინტერნეტ-კომუნიკაციების, ასევე საფოსტო ან სატელეგრაფო კავშირისთვის თვალის მიდევნება.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სააგენტოს მთავარი მიზანი იქნება ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება სისხლის სამართლის საქმეებზე, ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ.

ამ სამხილების მისაღებად სააგენტო მოისმენს სატელეფონო საუბრებს, აწარმოებს ფარულ თვალთვალს, მოიპოვებს ინფორმაციას კომპიუტერული სისტემებიდან, განსაზღვრავს გეოლოკაციას, გააკონტროლებს საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებს, განახორციელებს ფარულ აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერებს, ასევე ფოტოგადაღებებს.

სააგენტოს მუშაობას გააკონტროლებს როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე პრემიერ-მინისტრი. სააგენტოს საქმიანობას თვალს მიადევნებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

გფბ–ს ემბლემა - Sputnik საქართველო
გფბ: უკანონო თვალთვალის თავიდან ასაცილებლად ვებ–კამერებს რამე უნდა ააფაროთ

კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შეიძლება ჰყავდეს საიდუმლო თანამშრომლები.

ფარული თვალთვალი განხორციელდება მხოლოდ პროკურორის მოთხოვნით გაცემული სასამართლოს ნებართვით ან უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით.

ახალი სტრუქტურის შემოსავლის წყარო იქნება საბიუჯეტო ასიგნებები, გადასახადი სააგენტოს მიერ განხორციელებული მომსახურებისთვის, მიზნობრივი კრედიტები და გრანტები, შეთანხმებების საფუძველზე გაწეული სამუშაოსთვის მიღებული სახსრები. გარდა ამისა, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს შეუძლია საჩუქრებისა და შემოწირულობების მიღება.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისიაში შევლენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, უზენაესი სასამართლოს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და სახალხო დამცველი.

კომისიის თავმჯდომარე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იქნება, რომელიც სამ კანდიდატურას წამოაყენებს და აქედან ერთს ფარული კენჭისყრით შეარჩევენ.

ეს შენ გეხება - Sputnik საქართველო
არასამთავრობოები ხელისუფლებას ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვისკენ მოუწოდებენ

ამის შემდეგ კანდიდატს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, რომელიც კანდიდატს თანამდებობაზე დანიშნავს.

კანონპროექტის ინიციატორია 15 დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“. ამ ინიციატივას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 2016 წლის აპრილში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „ეს შენ გეხება“ სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად აღიარა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნებას რთავდა, ეწარმოებინა ფარული მოსმენები რეალურ დროში, გაეკეთებინა ასლები და შეენახა ეს მონაცემები.

გარდა ახალი კანონისა „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“, საქართველოს პარლამენტმა შესწორებები შეიტანა 16 კანონში.

კანონპროექტების პაკეტს შემდეგ ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0