თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. უკანონო თვალთვალის თავიდან ასარიდებლად კომპიუტერების ვებ–კამერები უნდა დაბლოკოთ, მას რამე დააფაროთ, განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) დირექტორმა ჯეიმს კომიმ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ პორტალ 9to5mac–ზე დაყრდნობით.
ნებისმიერ სამთავრობო შენობაში ყველა კომპიუტერს მცირე ზომის „სარქველი“ აქვს, რომლებიც კამერებს ბლოკავს, აღნიშნა კომიმ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„არის რიგი გონივრული რაღაცები, რომელთა გაკეთებაც ღირს და ეს ერთი მათგანია. ამას აკეთებთ იმიტომ, რომ არ გიყურონ ადამიანებმა, რომელთაც ამის უფლება არა აქვთ. ვფიქრობ, ეს კარგი რამაა“, – განაცხადა გფბ–ს დირექტორმა.
მანამდე ინტერნეტ–მომხმარებლის ყურადღება ვიდეომ მიიპყრო, სადაც კომი საკუთარ ვებ–კამერას ბლოკავს. გფბ–ს დირექტორის გარდა, შესაძლო თვალთვალის თავიდან ასაცილებლად, სკოტჩს იყენებს „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.