რუსთაველის გამზირზე „რუსთავი2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება

© Kakhi Bilanishvili"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია
რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია „რუსთავი2“-ის ინიციატივით იმართება, თუმცა მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უერთდებიან.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik.  ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის (Rustavi2)  მხარდასაჭერად დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია-კოცერტი გაიმართება. 

აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს 14:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ელოდებიან. 

რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვა "რუსთავი 2"–ის ირგვლივ: გადამწყვეტი სასამართლო პროცესი

აქცია „რუსთავი2“-ის ინიციატივით იმართება, თუმცა მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უერთდებიან. 

გუშინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. მან შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, არხის ირგვლივ არსებობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ სასამართლო დავა დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს. 2015 წლის 5 აგვისტოს ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ტელეკომპანიის წილის დაბრუნება მოითხოვა. ის  „რუსთავი 2“–ის მფლობელი 2004–2006 წლებში იყო.

ქიბარ ხალვაშმა დავა საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციაში მოიგო.  

ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში - Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ Rustavi2–ის საქმეზე გადაწყვეტილების შეჩერება გააგრძელა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაციის გაუქმებისა და მათი ყოფილი მფლობელის — ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასათვის“ გადაცემის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რუსთავი2“-ის თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია. ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომლებმაც საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.  

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: ტელეკომპანიის Rustavi2 საქმის მნიშვნელობა გაზვიადებულია

„რუსთავი 2“-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. 

„რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსადმი მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა განცხადებებით გაამყარეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე დღეს შეაჩერა.

„რუსთავი2“-ის იურისტებმა აღნიშნეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე პირველად მიიღო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0