ვნებათაღელვა "რუსთავი 2"–ის ირგვლივ: გადამწყვეტი სასამართლო პროცესი

© photo: courtesy of Rustavi2რუსთავი–2
რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, სასამართლო ქიბარ ხალვაშისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმის განხილვას აგრძელებს – მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღს გახდება ცნობილი.

სასამართლოში საქმის განხილვა აგვისტოს თვეში, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ტელეკომპანიის ხალვაშის მფლობელობაში დაბრუნებას ეხებოდა.  შეგახსენებთ, რომ  ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“–ის მფლობელი 2004–2006 წლებში იყო. ტელეკომპანია, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი, ბიზნესმების ქმედებას ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებს. თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა და სიტყვის თავისუფლების დარღვევა.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი მოსახლეობას ტელეარხის დაცვისაკენ მოუწოდებს

ტელეკომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, სასამართლო ქიბარ ხალვაშისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას  გამოიტანს.

„რუსთავი 2“–ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საზოგადოებას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ, ხოლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

„რუსთავი 2“–ის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან დილიდანვე შეიკრიბა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ექსპერტების აზრით, ამ აქციამ, შესაძლოა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მოახერხოს.  

გუშინ გვარამიამ განაცხადა, რომ ესაუბრა ადამიანს, რომელმაც მას ხელისუფლების გზავნილი გადასცა. ტელეკომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებით და ითხოვენ, რომ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს. აღნიშნულ განცხადებაზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
დეპუტატი: შეიძლება "რუსთავი 2"– ის გენდირექტორი არავის დაუშანტაჟებია

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. 

ტელეკომპანიის ადმინისტრაცია თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა და სიტყვის თავისუფლების დარღვევაა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0