დეპუტატი: შეიძლება "რუსთავი 2"– ის გენდირექტორი არავის დაუშანტაჟებია

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშისაეთერო სტუდია
საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ გვარამიამ განაცხადა, რომ ესაუბრა ადამიანს, რომელმაც მას ხელისუფლების გზავნილი გადასცა. ტელეკომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებით და ითხოვენ, რომ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. გამორიცხული არ არის, რომ „რუსთავი 2“– ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება მისი დაშანტაჟების შესახებ, მართალი არ აღმოჩნდეს, აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი. 

გუშინ გვარამიამ განაცხადა, რომ ესაუბრა ადამიანს, რომელმაც მას ხელისუფლების გზავნილი გადასცა. ტელეკომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებით და ითხოვენ, რომ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს. მისი თქმით, ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ ხუთშაბათს სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს.

ნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი - Sputnik საქართველო
პროკურატურა შანტაჟის შესახებ „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის განცხადებას იძიებს

„ნიკა გვარამია მეორეხარისხოვანი პიროვნება არ არის. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, მან აუცილებლად უნდა მისცეს ჩვენება შესაბამის ორგანოებს იმის შესახებ თუ რომელმა იდიოტმა თუ პრვოკატორმა დაურეკა მას და ცეცხლზე ნავთი დაასხა. ან შეიძლება იგი (გვარამია) იტყუება – გამორიცხული არ არის“, –აღნიშნა ვოლსკიმ.

ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება უკევ დაიწყო. „რუსთავი 2“– ის გენდირექტორი პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.

დეპუტატმა ასევე გააკეთა კომენტარი ნიკა გვარამიას საზოგადოებისადმი მოწოდებაზე.

„როდესაც სასამართლოს ჯერ მიღებული არ აქვს გადაწყვეტილება და ასეთ აჟიოტაჟს ასეთი ტრაგიკული ფორმით ატეხ და საზოგადოებას სასამართლოზე ზეწოლისკენ მოუწოდებ – ეს ვფიქრობ, სასამართლოზე ზეწოლაა“, – მიაჩნია ვოლსკის.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი მოსახლეობას ტელეარხის დაცვისაკენ მოუწოდებს

გუშინ, ნიკა გვარამიამ არა მარტო შანტაჟის შესახებ გააკეთა განცხადება, არამედ განმარტა, რომ არ აპირებს იმ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელსაც 22 ოქტომბერს მოსამართლე ურთმელიძე უკანონოდ გამოიტანს.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუზველზე, ტელეკომპანია რუსთავი  2-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ტელეკომპანიის ადმინისტრაცია თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა და სიტყვის თავისუფლების დარღვევა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0