თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან ტელეარხი და გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუზველზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. არხის ხელმძღვანელობა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა და სიტვის თავისუფლების დარღვევა.
„რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ პირდაპირ ეთერში, რომელიც ჩვეულებრივზე 11 წუთით გვიან გავიდა, დიპკორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, განცხადება გააკეთა ტელეარხის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე.
"ვისთვისაც ძვირფასია "რუსთავი 2", ვისთვისაც ძვირფასია სიტყვის თავისუფლება, ვისაც არ მოსწონს "რუსთავი 2", მაგრამ ძვირფასია სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის მომავალი, დაგვიდექით გვერდზე, დავიცვათ ის მონაპოვარი, რომელიც როგორც მთავარი მედია სივრცე, ამ ქვეყანას 21 წელია აქვს. დადექით "რუსთავი 2"-ის შენობასთან ხვალ, რათა არ მოვიდეს აღსრულების იძულებითი მექანიზმი და აქედან არ გაუშვას ის ადამიანები, ვინც თქვენ ყოველდღე სიმართლეს გეუბნებათ და არ შემოიყვანონ ისინი, ვინც თქვენ ვარდისფერი სათვალით გაყურებინებენ სამყაროს. მოდით სასამართლოზეც, იმიტომ, რომ ნახონ ჩვენი ძალა, იმიტომ, რომ მოსამართლე ურთმელიძის მოთმინება არ არის უსაზღვრო", — განაცხადა გვარამიამ.
ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ 22 ოქტომბერს იქნება გამოტანილი.
„ჩვენ „რუსთავი2“-ს არავის დავუთმობთ. ხვალინდელი გადაწყვეტილება აპრიორში უკანონო იქნება. არ ვაპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და გავნაგრძობთ მაუწყებლობას იმავე ფორმატში, რომელიც გვაქვს. იმ სიტუაციაში, თუ იქნება მცდელობა ძალით შემოჭრის, ჩვენ ასეთივე ძალისმიერი მეთოდებით ვუპასუხებთ“, — თქვა გენერალურმა დირექტორმა.