საქართველოს პრემიერი: ტელეკომპანიის Rustavi2 საქმის მნიშვნელობა გაზვიადებულია

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ქიბარ ხალვაშისთვის „რუსთავი2“-ის დაბრუნების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის (Rustavi2) სასამართლო საქმე უბრალოდ, ჩვეულებრივი იურიდიული დავაა და ამ საკითხის მნიშვნელობა გაზვიადებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სასამართლომ 7 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

„პროცესი გრძელდება ჩვეულებრივ. ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას… საერთოდ, მგონია, რომ ეს საკითხი, როგორც თავიდანვე იყო გაზვიადებული, ასევე რჩება დღესაც. მე, მაგალითად, არ მივანიჭებდი ამხელა მნიშვნელობას ამ საკითხს. ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული საქმე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში - Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ Rustavi2–ის საქმეზე გადაწყვეტილების შეჩერება გააგრძელა

მან აღნიშნა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია და მას არაფერი ემუქრება.

„სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ, ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას გვაქვს სრული ნდობა ამ ინსტიტუციების მიმართ და ამ მხრივ არანაირი ბზარი არ შეიძლება რომ იყოს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაციის გაუქმებისა და მათი ყოფილი მფლობელის — ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასათვის“ გადაცემის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რუსთავი2“-ის თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია. ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომლებმაც საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

„რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსადმი მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა განცხადებებით გაამყარეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე დღეს შეაჩერეს. „რუსთავი2“-ის იურისტებმა აღნიშნეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე პირველად მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0