თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციური ტელევიზიის „რუსთავი 2“–ის (Rustavi2) ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა, დაწერა ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
„გავიმარჯვეთ! გაგრძელდა დროებითი ღონისძიება უვადოდ!“, — დაწერა გვარამიამ Facebook–ის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაციის ანულირების და მათი ყოფილი მფლობელის — ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასათვის“ გადაცემის შესახებ. „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა მომხდარს „დემოკრატიის დაღუპვა“ უწოდა.