საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ იანვარში 5,2% შეადგინა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliველოსიპედის ძეგლი
ველოსიპედის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური ზრდა საქართველოში დაკავშირებულია საგადასახადო სისტემის რეფორმირებასა და მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან.

თბილისი, 7 მარტი Sputnik. რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2017 წლის იანვარში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,2% შეადგინა, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.

იანვარში დაფიქსირებული მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდა დაკავშირებულია საქართველოში „ესტონური მოდელის“ დანერგვასთან, რომელიც ითვალისწინებს გადასახადისგან მოგების იმ ნაწილის გათავისუფლებას, რომელსაც ბიზნესმენები წარმოების გაფართოების რეინვესტირებას მოახმარენ, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ვეფხია გიორგაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი და ტონი თაუნს უითლი - Sputnik საქართველო
Microsoft: საქართველო ინოვაციების განვითარების კუთხით რეგიონში ლიდერია

„ბიზნესმენები წარმოების განვითარებისკენ მიმართავენ როგორც თავის მოგებას, ისე გადასახადისგან გათავისუფლებით მიღებულ დანაზოგს, რაც პროდუქციის გამოშვებისა და ექსპორტის მოცულობის გაზრდის საშუალებას იძლევა. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას“, — აღნიშნა გიორგაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე ასევე გავლენა იქონია სახელმწიფოს კაპიტალურმა დაბანდებამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 4%-ით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს, რასაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ამოქმედება.

სამხედრო ქარხანა დელტა - Sputnik საქართველო
2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, თავის მხრივ, საქართველოში ვიზიტის შედეგებზე მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელია მთავრობის მიერ წარმოდგენილი რეფორმების პროგრამის განხორციელების შემთხვევაში. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კერძო ინვესტიციებისთვის, შრომის წარმადობის ზრდისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

„სტრუქტურული რეფორმების ამბიციური გეგმა საშუალებას იძლევა, ამაღლდეს სახელმწიფო მართვის ეფექტურობა, ასევე გაუმჯობესდეს ბიზნეს-გარემო, რაც აამაღლებს კერძო სექტორის, როგორც ზრდის ძრავის როლს. გარდა ამისა, ინვესტიციები საგზაო მშენებლობის ინფრასტრუქტურაში საქართველოს ტრანზიტულ და ტურისტულ ცენტრად გახდომის საშუალებას მისცემს“, — აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 4,5%-ს შეადგენს, ხოლო 2018 წელს 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

2016 წელს საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, 2015 წელთან შედარებით, 2,2% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0