საქართველოში მსოფლიო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, რიყე
თბილისი, რიყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორკვირიანი ვიზიტის მსვლელობისას, ფონდის წარმომადგენლები შეისწავლიან სიტუაციას საქართველოს ეკონომიკაში და მთავრობასთან კონსულტაციების შედეგებით მიიღებენ გადაწყვეტილებას მსფ-ს დირექტორთა საბჭოსათვის პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვის დასრულებაზე.

თბილისი 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა, რომელსაც მარკ გრიფიტი ხელმძღვანელობდა. 

მისიის ვიზიტი საქართველოში ორ კვირას გასტანს. ამ დროის მანძილზე, მისიის წარმომადგენლები კონსულტაციებს გამართავენ საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

ფინანსთა სამინისტროში სასტარტო შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ქვეყნის საერთო მაკროეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს, კონკურენტუნარიანობა, ინკლუზიური ზრდა და სხვა საკითხები, ნათქვამია ფინანსური უწყების შეტყობინებაში. 

2014 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 100 მლნ SDR-ის (ნასესხობის სპეციალური უფლება) (დაახლოებით 154 მლნ აშშ დოლარი) მოცულობის კრედიტირების სამწლიანი პროგრამა საკრედიტო ხაზის (Stand by Arrangement) სახით მოიწონა. პირველი ტრანში, რომელიც დაუყოვნებილივ გამოიყო, 62 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. პროგრამა მიმართულია მაკროეკონომიკური რისკების შემცირებაზე, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და ეკონომიკის მდგრადობაზე გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას 2016 წელს ეკონომიისაკენ მოუწოდებს

2014 წლის დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების სამწლიანი პროგრამის შესახებ პირველი მიმოხილვა დაასრულა. მიმოხილვის დასრულებამ საქართველოსთვის 40 მლნ SDR-ის (დაახლოებით 58,1 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის საკრედიტო ხაზის მეორე ტრანშის SBA (Stand by Arrangement) გადაცემის საშუალება მისცა, რის შედეგადაც წარმოდგენილი სახსრების საერთო რაოდენობამ 80 მლნ SDR (დაახლოებით 116,3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

ამჟამად მუშაობა მეორე და მესამე მიმოხილვის დასრულებაზე მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0