2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა

© photo: courtesy of press-service of Ministry of Defence of Georgiaსამხედრო ქარხანა "დელტა"
სამხედრო ქარხანა დელტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზის თანახმად, 2016 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,4% უნდა ყოფილიყო, ხოლო სსფ-ს მონაცემებით მშპ 2,5%.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. 2016 წელს საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ  2015 წელთან შედარებით, 2,2% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ზეა დაგეგმილი. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3,9%-ს მიაღწევს, რასაც ხელს შეუწყობს  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) ხელშეკრულების ამოქმედება. 

პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
აფბა: 2017 წელს მთავარი პრიორიტეტი სწრაფი ეკონომიკური განვითარება იქნება

მაშინ, როცა გარემო ფაქტორები კვლავ რთულია, მათ შორის სულ უფრო მცირდება ფულადი გადარიცხვები და ექსპორტი, რუსეთში მიმდინარე რეცესიისა და რეგიონალურ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სიტუაციის გამწვავების ფონზე, საქართველო ელოდება შემოსავლების ზრდას კარგი ტურისტული სეზონისა და ინვესტორების მხრიდან ნდობის ამაღლების იმედით, — ნათქვამია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ნოემბრის კვლევაში „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივები“, რომელიც ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4,5% იქნება, ხოლო 2018 წელს 5%-მდე გაიზრდება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0