აფბა: 2017 წელს მთავარი პრიორიტეტი სწრაფი ეკონომიკური განვითარება იქნება

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელი მრავალი გამოწვევის წელი იყო, აღნიშნავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.
აფბა: 2017 წელს მთავარი პრიორიტეტი სწრაფი ეკონომიკური განვითარება იქნება

„გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ 2016 წელი პოზიტიური იყო, თუმცა იყო დადებითი მოვლენებიც საქართველოს ეკონომიკაში. მაგალითად, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია Doing Business-2017-ის რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება", – განაცხადა ბაირახტარმა.  

რაც შეეხება 2017 წელს, ექსპერტის აზრით, მთავარი პრიორიტეტი ისევ სწრაფი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.  

ყველა ახალი ამბავი
0