ალფრედ ნობელი, მისი სახელობის პრემია და წვრილმანები, რომელთა შესახებაც არ გსმენიათ

© © FLICKR/ OZINOH ნობელის პრემია
ნობელის პრემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერავის გავაკვირვებ მისი სახელის ხსენებით, ალფრედ ნობელი იცის ყველამ ვისაც კი ოდესმე წიგნი აუღია ხელში, ან ყური მაინც მოუკრავს და გაუგია ამ პიროვნების შესახებ. ასევე ცნობილია პრემია, რომელიც მის სახელს ატარებს და ალბათ, დღეს, ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

ნობელს გარკვეული შეხება ჰქონდა საქართველოსთანაც, თუმცა, ახლა მინდა მოგითხროთ იმ წვრილმანებზე, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის.

თავად ალფრედ ნობელი მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის ავტორი და 355 პატენტის მფლობელი იყო, თუმცა სახელი გაითქვა როგორც დინამიტის გამომგონებელმა. ერთმა სერიოზულმა უზუსტობამ კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. კერძოდ, 1888 წელს ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში შეცდომით გამოქვეყნდა ცნობა ალფრედ ნობელის გარდაცვალების შესახებ. ნეკროლოგში მას დინამიტის გამოგონებისთვის კიცხავდნენ და აუგად მოიხსენიებდნენ. მეცნიერმა გადაწყვიტა შთამომავლობისთვის სხვაგვარად დაემახსოვრებინა თავი და 1895 წლის 27 ნოემბერს პარიზის შვედურ-ნორვეგიულ კლუბში ხელი მოაწერა ანდერძს, რომელიც ნობელის პრემიის დაარსებასა და პრემიის ფონდისათვის საკუთარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას ითვალისწინებდა.

ქალაქ ოსლოს რატუშა, სადაც ყოველწლიურად ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია ტარდება - Sputnik საქართველო
რისთვის იძლევიან ნობელის პრემიებს

ნობელის ფონდი 1900 წელს შეიქმნა. მისი საწყისი კაპიტალი 31 მილიონ შვედურ კრონს შეადგენდა. გამარჯვებულები პირველად 1901 წლის 10 დეკემბერს დაჯილდოვდნენ. ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, პრემია გადაეცათ ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგია-მედიცინის და კულტურის სფეროს ღირსეულ წარმომადგენლებს, ასევე – მსოფლიოში მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

© FB/Gabriel García Márquezშვედეთის მეფე კარლ გუსტავი გაბრიელ გარსია მარკესს ნობელის პრემიას გადასცემს. 1982 წელი, 8 დეკემბერი, სტოკჰოლმი.
შვედეთის მეფე კარლ გუსტავი გაბრიელ გარსია მარკესს ნობელის პრემიას გადასცემს. 1982 წელი, 8 დეკემბერი, სტოკჰოლმი. - Sputnik საქართველო
შვედეთის მეფე კარლ გუსტავი გაბრიელ გარსია მარკესს ნობელის პრემიას გადასცემს. 1982 წელი, 8 დეკემბერი, სტოკჰოლმი.

1969 წლიდან კი ნობელის პრემია ეკონომიკაშიც დაწესდა. მას შემდეგ ნობელის ფონდის ხელმძღვანელობას ნომინაციების რაოდენობა აღარ გაუზრდია. ნობელის პრემია არ გადაეცემა მათემატიკოსებს. არსებობს ვერსია, რომლის ნამდვილობასაც ვერ დავიჩემებ და ასევე ვარაუდის დონეზე მოგაწვდით:- ალფრედ ნობელი განაწყენებული იყო შვედ მათემატიკოს მიტაგ ლეფლერზე, რომელმაც მას საცოლე წაართვა. განრისხებულმა ნობელმა მათემატიკოსების კრეატიულობაში ეჭვი შეიტანა და არ მოახვედრა ლაურეატთა სიაში.

ალფრედ ნობელი - Sputnik საქართველო
რატომ "დაჩაგრა" მათემატიკოსები ალფრედ ნობელმა

მცირე ინფორმაცია ლიტერატურის დარგში მოღვაწე ნიბელიანტებზე, ხშირად პრემიას იღებდა მწერალი, რომელიც საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და კონფლიქტი ჰქონდა ხელისუფლებასთან, მაგალითად: 2006 წლის ნობელიანტი თურქი ორხან ფამუქი სწორედ პრემიამ იხსნა თურქეთის ციხისგან. ნობელის პრემიის ყველაზე ხანდაზმული ლაურეატი ლიტერატურაში გახლდათ დორის ლესინგი, რომელიც პრემიის მინიჭების მომენტში (2007 წ.) 87 წლის იყო; ყველაზე ახალგაზრდა – რედიარდ კიპლინგი, რომელმაც პრემია (1907 წ.) 42 წლის ასაკში მიიღო;  ყველაზე დიდხანს 1950 წლის ლაურეატმა ბერტრან რასელმა იცოცხლა, რომელიც 1970 წლის 2 თებერვალს 97 წლის ასაკსი გარდაიცვალა; ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდა ალბერ კამიუს, რომელიც 46 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

დადიანების სასახლე ზუგდიდში - Sputnik საქართველო
ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა

1901 წელს პირველი პრემიის გადაცემასთან ერთად გაიმართა პირველი ბანკეტი. დღეისათვის ბანკეტი სტოკჰოლმის მერიის ლურჯ დარბაზში ეწყობა. ბანკეტზე იწვევენ 1300-1400-მდე სტუმარს. ფრაკი და საღამოს კაბა აუცილებელია. საინტერსესოა მენიუს შერჩევის პროცედურა,  მასში  მონაწილეობენ  მზარეულები და კულინარები, რომლებსაც ამა თუ იმ წელს მიენიჭათ “წლის კულინარის” წოდება. სექტემბერში მენიუს სამგვარ ვარიანტს ნობელის კომიტეტის წევრები აგემოვნებენ, საბოოლოდ სწორედ ისინი წყვეტენ რა კერძები იქნება “ნობელის სუფრაზე”. ამ მენიუდან ცნობილია მხოლოდ უცვლელი დესერტი — ნაყინი, თუმცა 10 დეკემბრის საღამომდე ორგანიზატორების ვიწრო წრის გარდა არავინ იცის, რომელი სახეობის ნაყინი იქნება ბანკეტზე. ნობელის ბანკეტის სუფრები და სერვისი საგანგებო დიზაინისაა. თითოეული სუფრისა და ხელსაწმენდის კუთხეში ნობელის პორტრეტია ამოქარგული. ხელნაკეთი ჭურჭლის თითოეული თეფშის კიდეზეა სამი ფერი — ლურჯი, მწვანე და ოქროსფერი. ფერთა ასეთივე გამითაა შემკული ბროლის სირჩების ფეხები. ნობელის საბანკეტო სერვისი 1991 წელს ნობელის პრემიის 90 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო შეკვეთით დაამზადებინეს (შეკვეთის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა). ნობელის სერვისში შედის 6750 სირჩა, 9450 დანა-ჩანგალი, 9550 თეფში და ერთი ჩაის ფინჯანი, ის განკუთვნილია შვედეთის პრინცესა ლილიანასთვის, რადგან პრინცესა ყავასთან მწყრალადაა. ფინჯანი ინახება საგანგებო ხის ლამაზ ყუთში, რომელზეც შვედეთის პრინცესა ლილიანას მონოგრამაა ამოტვიფრული.

ოსლო - Sputnik საქართველო
2015 წლის ნობელის პრემიებს სტოკჰოლმსა და ოსლოში გადასცემენ

დარბაზში მაგიდები მათემატიკური სიზუსტითაა განლაგებული. დარბაზს სან-რემოდან გამოგზავნილი 23 ათასი ყვავილით რთავენ. ოფიციანტების თითოეული მოძრაობა მკაცრად, წამის სიზუსტითაა გათვლილი. ნაყინის საზეიმო შემოტანას 3 წუთს ანდომებენ. სხვა კერძების შემოტანას 2 წუთი ეთმობა. ყოველი წლის 10 დეკეებრს ზუსტად 19:00 საათზე საპატიო სტუმრები მეფისა და დედოფლის თაოსნობით კიბეებით ეშვებიან ლურჯ დარბაზში, სადაც სხვა სტუმრები უკვე მაგიდებს უსხედან. შვედეთის მეფე ხელკავით მიაცილებს ნობელის პრემიის ლაურეატ ქალბატონს ან ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის  მეუღლეს. პირველად მისი უდიდებულესობის სადღეგრძელოს წარმოთქვამენ, მეორედ კი ნობელის ხსოვნის. შემდეგ მენიუს საიდუმლოს ააშკარავებენ. მენიუ დაბეჭდილია ნობელის ოქროს პროფილით დაღდასმულ ბარათებზე. ვახშმის განმავლობაში სახელოვანი მუსიკოსები უკრავენ. ბანკეტი სრულდება ნაყინით. ნაყინს გვირგვინივით ადგას შოკოლადით გამოძერწილი ლათინური “N”. 22:15 წუთზე შვედეთის მეფის ნიშანზე ყველანი საცეკავაოდ ინაცვლებენ მერიის ოქროს დარბაზში. 1:30-ზე ყველაფერი სრულდება და სტუმრები შინ ბრუნდებიან. 

ვინაიდან ახლა, შუაღამე კარგა ხნის გადაცილებულია, მეც ამით დავამთავრებ თხრობას, სავარაუდოდ, მომავალში ამ თემას ისევ მივუბრუბნდები და ვეცდები უფრო მეტი საინტერესო მასალა შემოგთავაზოთ ბატონ ნობელისა და მისი პრემიის ლაურეატების შესახებ, რომელთა შორის ჩვენი თანამემამულეებიც ფიგურირებენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0