2015 წლის ნობელის პრემიებს სტოკჰოლმსა და ოსლოში გადასცემენ

© photo: Sputnik / Михаил Фомичев / გადასვლა მედიაბანკშიოსლო
ოსლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწევებისთვის ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის ნობელის პრემიების გადაცემა 10 დეკემბერს ოსლოს და სტოკჰოლმში გაიმართება, იუწყება ნობელის ფონდის პრესსამსახური.

ცერემონია ყოველთვის 10 დეკემბერს — ჯილდოს დამფუძნებლის, შვედი მრეწველისა და დინამიტის გამომგონებლის ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება.

2015 წელს ნობელის პრემიით 11 ადამიანი, მათ შორის ტუნისში მოღვაწე ეროვნული დიალოგის კვარტეტი დაჯილდოვდება, რომლებიც აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, კანადაში, ბელორუსიაში, ჩინეთში საქმიანობენ.

დაჯილდოების დღე ოსლოში დაიწყება

ნობელის პრემიების გადაცემის დღე ოსლოში, ქალაქის რატუშის შენობაში ტუნისში ეროვნული დიალოგის კვარტეტის დაჯილდოების ცერემონიით დაიწყება. კვარტეტი 2015 წლის მშვიდობის პრემიის მფლობელი გახდა. ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილება ოქტომბერში გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კვარტეტმა „2011 წლის „ჟასმინის“ რევოლუციის შემდეგ ტუნისში პლურალისტური დემოკრატიის შექმნაში“ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ნობელის პრემია–2015: ოსლოში გამარჯვებული დაასახელეს - Sputnik საქართველო
ნობელის პრემია–2015: ოსლოში გამარჯვებული დაასახელეს

კვარტეტი 2013 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა, „როდესაც ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესები პოლიტიკური მკვლელობებისა და ფართო სოციალური უკმაყოფილების გამო კოლაფსის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა“. კვარტეტის ჩამოყალიბებამ ალტერნატიული, მშვიდობიანი პროცესისთვის პირობები შექმნა იმ დროს, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა, ასე ახსნეს საკუთარი გადაწყვეტილება პრესისთვის ნობელის კომიტეტის წევრებმა.

კვარტეტი — ეს ტუნისის ოთხი საკვანძო ორგანიზაციის თანამშრომლობაა. ესენია: ტუნისის შრომის საყოველთაო კავშირი — გენერალური მდივანი ჰასინ აბასი (Hassine Abassi), ტუნისის მრეწველობის, ვაჭრობისა და ხელობათა კონფედერაცია — თავმჯდომარე ვიდედ ბუჩამავი (Ouided Bouchamaoui), ტუნისის ადამიანს უფლებათა ლიგა — თავმჯდომარე აბდესატარ ბენ მუსა (Abdessattar Ben Moussa) და ტუნისის იურისტთა ორდენის — თავმჯდომარე მოჰამედ ფადჰელ მაჰფუდი (Mohamed Fadhel Mahfoudh). მშვიდობის ნობელის პრემიას ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები — სწორედ ეს ხელმძღვანელები მიიღებენ. 

ჯილდოს დამფუძნებლის სურვილით, მშვიდობის პრემიის გადაცემა ნორვეგიის დედაქალაქში იმართება.

დაჯილდოების დღე სტოკჰოლმში

ნობელის დღე შვედეთის დედაქალაქში გაგრძელდება, სადაც მედიცინაში ან ფიზიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურასა და ეკონომიკაში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ლიტერატურის დარგში პრემია მიენიჭა ბელორუსიელ მწერალს სვეტლანა ალექსიევიჩს „მისი მრავალხმიანი შემოქმედების — ჩვენს დროში ტანჯვისა და სიმამაცის ძეგლისთვის“. 

სვეტლანა ალექსიევიჩი მსოფლიოში ცნობილი ბელარუსი რუსულენოვანი პროზაიკოსია. მისი თემებია მეორე მსოფლიო ომი, ჩერნობილის კატასტროფა („ომს ქალის სახე არა აქვს“, უკანასკნელი მოწმეები“, „თუთიის ბიჭები“ და სხვა).

პრემია ფიზიოლოგიასა ან მედიცინაში პარაზიტებთან და მალარიასთან ბრძოლის მეთოდებისთვის გადაეცემათ აშშ-ში მცხოვრებ, წარმოშობით ირლანდიელ უილიამ კემპბელს, იაპონელ პროფესორს სატოში ომურსა და ჩინელ მკვლევარს იუიუ ტუს.

პარაზიტებით გამოწვეული სნეულებებით, როგორებიცაა მალარია, ელეფანტიაზი („სპილოვნება“) და ონქოცერკოზი, მილიონობით ადმიანი ავადდება. წლევანდელი პრემიის მფლობელების კვლევებმა ამ და სხვა, პარაზიტული ჭიებით გამოწვეული ინფექციების თერაპიის ახალი მეთოდების განვითარება გამოიწვიეს.

ჯილდო ფიზიკაში ნეიტრონული ოსცილაციების აღმოჩენისთვის კანადელ არტურ ბ. მაკდონალდსა და იაპონელ ტაკააკი კაძიტეს გადაეცემათ. პრიზიორებს ყოველს წელს შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნობელის ასამბლეის წევრები ასახელებენ. მათი თქმით, მეცნიერების აღმოჩენამ მატერიაზე წარმოდგენა შეცვალა და მას სამყაროზე წარმოდგენის გადამწყვეტი სახით შეცვლა შეუძლია.

ქიმიაში დაჯილდოვდებიან ტომას ლინდალიუ (წარმოშობით შვედი, მუშაობს დიდ ბრიტანეთში), პოლ მოდრიჩი და აზიზ სანკარუ (აშშ). ნობელის კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯილდო, კერძოდ, გადაეცემათ „ინსტრუმენტარიებისთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა მოლეკულარულ დონეზე აჩვენოს, როგორ „არემონტებენ“ უჯრედები დაზიანებულ დნმ-ს და ინახავენ გენეტიკურ ინფორმაციას“.

ორგანიზმში ბევრი დაზიანებული დნმ ხვდება, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ნობელის პრიზიორების კვლევებმა წვლილი შეიტანა ამ დაზიანებებისა და ისეთი დაავადების, როგორიცაა სიმსივნე, წარმოქმნის მექანიზმების გაგებასა და დაავადებულთა მკურნალობის გზებში.

ეკონომიკის დარგში პრემია „მოხმარების, სიღარიბისა და კეთილდღეობის ანალიზისთვის“ წარმოშობით დიდ ბრიტანელ, აშშ-ში მცხოვრებ ენგუს დიტონს (პრინსტონის უნივერსიტეტი) გადაეცემა.

ალფრედ ნობელმა XIX საუკუნის ბოლოს ანდერძში მხოლოდ ხუთი ჯილდოჩაწერა — ფიზიოლოგიაში ან მედიცინაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურასა და მშვიდობის გამტკიცებაში. პრემია ეკონომიკაში მოგვიანეით — 1968 წელს დაწესდა. პრემიის მფლობელის ფულად დაჯილდოებაზე შვედეთის სახელმწიფო ბანკი ზრუნავს. 

წელს ნობელის ჯილდოების თანხა მთლიანად 8 მლნ შვედურ კრონს (953 ათასი აშშ დოლარი) შეადგენს.

ნობელის დღე შუაღამისას დასრულდება. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრებს სიტყვით გამოსვლა, ბანკეტი და ცეკვა ელოდებათ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0