ეძიებდეს და ჰპოვებდეს, ანუ დაკარგული წონასწორობა...

© photo: Sputnikდაკარგული წონასწორობა
დაკარგული წონასწორობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელი მოულოდნელობა და იმედგაცრუებული საბანკო სექტორი. ლარი წონასწორობის ახალი ნიშნულის ძიებაში და უახლოესი მომავლის პროგნოზი.

მოლოდინი აშკარად სხვაგვარი იყო. მაინც, რომელი ერთის და რა მიმართულებით?— შესაძლოა, ცინიკურად ჩამეძიოს მკითხველი. არ გამიკვირდება და თავადაც ირონიული ტონით ვიტყვი — დიახ, უკვე მრავალი წელია, იმედგაცრუება ჩვენში არ არის უცხო. ასეა ახლაც…

უკვე ორ წელზე მეტია, რაც ლარი ახალ-ახალ „რეკორდებს“ ხსნის. ეროვნული ვალუტის ფსკერზე დაშვებამ კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური ფონი. ეს პროცესი განსაკუთრებით იმ მოქალაქეთა ყოფაზე აისახა, ვისაც კრედიტი უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, ამერიკულ დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში აქვს. ერთი მხრივ, მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური ტვირთის შემსუბუქებისა და, მეორე მხრივ, საფინანსო-საბანკო სისტემაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად ქვეყნის მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად ე.წ. ლარიზაციის სამთავრობო პროგრამა შეიმუშავა. განისაზღვრა საკრედიტო პოლიტიკის ახალი პრინციპები. ამავე პროგრამით დადგენილი რეგულაციების ფარგლებში მოქალაქეებს 2015 წლის 1 იანვრამდე ქონებით უზრუნველყოფილი, აშშ დოლარში აღებული სესხების გალარების შესაძლებლობა მიეცათ. სამთავრობო პროგრამის თაობაზე უკვე ბევრი ითქვა და, დარწმუნებული ვარ, დაინტერესებული მკითხველი დეტალებს კარგად იცნობს.

ვიტყვი, რომ ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები მოქალაქეებს პროგრამაში მონაწილეობისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ. მთავარი მოტივი და არგუმენტი — მომავალში სავალუტო რყევებით გამოწვეული რისკების შემცირება და გრძელვადიან პერიოდში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. თანაც, კრედიტი იმ ვალუტაში უნდა იყოს, რომელშიც შემოსავალია. რკინისებური ლოგიკაა — ალბათ, დამეთანხმება მკითხველი. ექსპერტების დიდი ნაწილი სახელისუფლებო ხედვას იზიარებდა, მაგრამ ამ ტიპის მოწოდებებისგან თავს იკავებდა. ფრთხილი პროგნოზები კეთდებოდა პროგრამაში მონაწილეთა შესაძლო რაოდენობაზე. ერთი სიტყვით, საბანკო სექტორში იყო შესაბამისი მზადყოფნა და მოლოდინიც იმისა, რომ მოქალაქეები მათივე საკეთილდღეოდ შემუშავებული პროგრამით ისარგებლებდნენ და პროცესი ეტაპობრივად განვითარდებოდა. მოლოდინი არ გამართლდა. კრედიტების გალარების ვადა 17 მარტს იწურება და დინამიკა ძალზედ დაბალია. მათი რაოდენობა, ვინც ამ სიკეთით ისარგებლა, საშუალოდ, ათი პროცენტის ფარგლებშია. ასე რომ, ახლა მოქალაქეთა ინერტულობით ხელისუფლება და საბანკო სექტორია იმედგაცრუებული. ექსპერტების დიდი უმრავლესობა აცხადებს, რომ ამგვარი შედეგი პროგნოზირებადი იყო.

პარლამენტის კანონი, პრეზიდენტის ვეტო... და ბანკები ვის? - Sputnik საქართველო
პარლამენტის კანონი, პრეზიდენტის ვეტო... და ბანკები ვის?

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „მოულოდნელი არაფერი ხდება. მიუხედავად ბიუჯეტიდან ოცთეთრიანი სუბსიდიისა ყოველ ერთ ამერიკულ დოლარზე, არსებული კურსით კრედიტების ლარში გადატანას მოსახლეობა მისთვის წამგებიანად აფასებს და თვლის, რომ მომავალში ლარის კურსის გამყარების შემთხვევაში ძალიან იზარალებს. კურსის თაობაზე არანაირი გარანტიები არ არსებობს. ამ პროცესში სადაზღვევო კომპანიებს მონაწილეობა რომ მიეღოთ და გალარებული სესხების დაზღვევა შესაძლებელი ყოფილიყო, შედეგი სხვაგვარი იქნებოდა. გავითვალისწინოთ, რომ ძალზე დაბალია საბანკო სექტორისადმი ნდობის ხარისხიც…“ 

ბანკების ბადეში გახვეული საქართველო და გაქნილი ,,მებადურები“ - Sputnik საქართველო
ბანკების ბადეში გახვეული საქართველო და გაქნილი ,,მებადურები“

ამასობაში საქართველოს ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის ოპტიმალურ ნიშნულს ეძებს. სპეციალისტებს და ექსპერტ-ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე სასურველია, ეროვნული ვალუტა 2.30–2.40-ის ფარგლებში მერყეობდეს, რათა კურსის მაღალმა ნიშნულმა ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაამძიმოს, ხოლო უმოკლეს დროში გამყარებულმა ვალუტამ ბაზარზე ფულის დეფიციტი არ გამოიწვიოს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კურსი შესამჩნევად დასტაბილურდება და შეიძლება 2.30-მდე ჩამოვიდეს, ხოლო ზაფხულში კვლავ გაუფასურების რისკის წინაშე აღმოვჩნდებით. ექსპერტები სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურება 2.30–2.40-ს შორის მისაღები იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება, ეს დადებითად არ ასახულა სამომხმარებლო კალათაზე და ფასები ჯერჯერობით ისევ უცვლელი რჩება.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა საბანკო სექტორი დაიცვა

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „ეკონომიკური გუნდის მხრიდან ლარის კურსის ოპტიმალური ნიშნულის შერჩევა ასე ზედაპირულად არ ხდება და ამაზე ვერ ვისაუბრებთ კონკრენტული მაგალითების გარეშე. საჭიროა ჯერ მთავრობა ჩამოყალიბდეს, რას ეძახის ოპტიმალურ ნიშნულს, ამის შემდეგ კი მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობას. ლარის გაუფასურებაც და სწრაფი გამყარებაც – ორივე პრობლემაა. ამ ეტაპზე სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს დიდი გავლენა არ აქვს სამომხმარებლო ფასებზე. სამაგიეროდ კურსის გამყარება დადებითად აისახება იმ ადამიანებზე, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს, ლარში კი — შემოსავალი. დღევანდელი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში იგი გადაიხდის რამდენიმე ათეული ლარით ნაკლებს კრედიტის მომსახურებისას, ვიდრე ადრე იხდიდა. ვფიქრობ, რომ ლარის კურსის ყველაზე გონივრული ნიშნული არის 2.30-სა და 2.40-ს შორის. დღეს კურსის სტაბილიზაცია აშკარაა. დოლარმა დაიწყო ქვეყანაში შემოსვლა. ახლა იწყება ახალი ეტაპი. გაიზრდება როგორც ფულადი გადმორიცხვები, ასევე ინვესტიციების მოცულობა. გაზაფხული ის დროა, როცა კაპიტალდაბანდებები იმატებს. შესაბამისად, ესეც თავისებურ ასახვას ჰპოვებს ეროვნულ ვალუტაზე. კურსი კიდევ გამყარდება და 2.30-ის ნიშნულს მოძებნის უახლოეს თვენახევარში, უფრო კონკრეტულად, აპრილის 20 რიცხვამდე…“

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: ეკონომიკური პოლიტიკა კარდინალურ ცვლილებებს საჭიროებს

სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური კურსის მისაღებად საჭიროა შესაბამისი ფუნდამენტური ბაზა, რომელიც ოქროს ან საკმარისი სავალუტო რეზერვის სახით ექნება ქვეყანას.

ბიზნესმენი გივი კორინთელი: „ლარის კურსის ოპტიმალური ნიშნული არის ის, რასაც ეკონომიკა პასუხობს მიმდინარე მომენტში. ეროვნულ ვალუტაში აისახება ეკონომიკური პროცესები, სავაჭრო სფეროს პოზიტიური ან ნეგატიური მოვლენები და ა.შ. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხში ჩარევა და რაიმე ციფრების დასახელება, რომ ამ ნიშნულზე უნდა იყოს კურსი, ყოველთვის სახიფათოა. ამას სჭირდება შესაბამისი ფუნდამენტური ბაზა, ოქროს მარაგი ან საკმარისი სავალუტო რეზერვი. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციები და ფულადი ნაკადი მოგვცემს თუ არა საშუალებას, რომ ვისაუბროთ ოპტიმალურ გამოსავალზე…“

ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება

ბოლო ერთი კვირაა, „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე ლარს გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მომავალ კვირასაც შენარჩუნდება. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები ეროვნული ვალუტის კურსზე დადებით გავლენას მოახდენს. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი და მთავრობა გონივრულად იმოქმედებენ და ლარის სტაბილურობას ხელს შეუწყობენ, დიდი ალბათობით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება.     

ყველა ახალი ამბავი
0