ლევან კალანდაძე: ეკონომიკური პოლიტიკა კარდინალურ ცვლილებებს საჭიროებს
„2016 წელს დაფიქსირებული 2.2%-იანი ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს, რომ ჩვენ გარკვეული ცვლილებები გვაქვს გასატარებელი", — აცხადებს ლევან კალანდაძე.
2016 წელს საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2,2% შეადგინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3,9%-ს მიაღწევს.