კათოლიკოს–პატრიარქის დაცვის უფროსმა ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

© FB / Георгий Квирикашвилиსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის გარემოცვა მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის შესახებ პატრიარქთან საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებს.

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, ვინ ჩაწერა პატრიარქის მიმართვა და რატომ შეკვეცეს თავდაპირველი მიმართვა.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
ილია მეორე: მე ვიცნობ მამა გიორგის და კარგის მეტი არაფერი მსმენია და მინახავს მისგან

ილია მეორის ვიდეომიმართვის თემამ არაერთგვაროვანი რეაქცია მას შემდეგ გამოიწვია, რაც ტელეკომპანია „ობიექტივმა“ მისი სრული ვერსია გაავრცელა. გავრცელდა ხმები, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა კომენტარი გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომელსაც საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც თავდაპირველად გამოაქვეყნეს, არ არის ასეთი ფრაზა: „რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან — მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?“ — ამბობს პატრიარქი. ილია მეორემ განაცხადა, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდება. „იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, — აღნიშნა მან.

”მე არ ვიმყოფებოდი კლინიკაში საერთოდ. რამდენიმე მღვდელმთავარი იყო პატრიარქთან, როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა. არ ვიცი კონკრეტულად ვინ ჩაიწერა, როგორ გავრცელდა და რატომ გავრცელდა ორ ნაწილად. დღეს დილით ორივე ნაწილს ვუყურე, მაგრამ ამ კონკრეტიკით არ დავინტერესებულვარ“, — განაცხადა სოსო ოხანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ოხანაშვილის თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის გარემოცვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცდილობს, მამალაძის დაკავების თემას არ შეეხოს და ამაზე პატრიარქს არ ესაუბროს.

მორწმუნეები სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
მრევლი საქართველოს პატრიარქს თბილისში ცოცხალი ჯაჭვით დახვდება

”ამ ეტაპზე ვცდილობთ პატრიარქს საერთოდ არ ველაპარაკოთ მისი ჯანმრთელობის გამო. რომ ჩავალთ თბილისში, პატრიარქი დაინტერესებულია, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს. ძალიან რთული თემაა. საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვს. აქ ამის გარკვევა ნაკლებად მაინტერესებს”, — აღნიშნა ოხანაშვილმა.

კათოლიკოს–პატრიარქი სამშობლოში 20 თებერვალს დაბრუნდება. ილია მეორე თებერვლის დასაწყისში გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მას ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია გაუკეთდა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამტკიცებს, რომ ვიდეომიმართვიდან ნაწილი ამოჭრა და ამ სახით გაავრცელა საქართველოს პატრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა.

სწორედ მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მამალაძის დაპატიმრება თეთრუაშვილს აწყობდა. მან თეთრუაშვილის ინტერესები იმ ფაქტს დაუკავშირა, რომ, როდესაც მამალაძემ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თეთრუაშვილი შეცვალა, ამ სტრუქტურაში არსებული კორუფციული სქემები გამოავლინა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდია ნაპოვნი.

ყველა ახალი ამბავი
0