მრევლი საქართველოს პატრიარქს თბილისში ცოცხალი ჯაჭვით დახვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმორწმუნეები სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე
მორწმუნეები სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის ილია მეორის დახვედრის მსურველებისთვის თბილისის მერია აეროპორტამდე სპეციალური ავტობუსების გამოყოფას აპირებს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მორწმუნეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საპატრიარქოს მიმართულებით ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას აპირებენ. მრევლი ამგვარად გამოხატავს თავის პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიმართ.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი ორშაბათს გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდება. გერმანიაში მას ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია გაუკეთეს. უწმინდესი ბერლინიდან თბილისის დროით 14:00 საათზე გამოფრინდება და თბილისში 17:30 საათზე იქნება.

თბილისის მერია სპეციალური ავტობუსების გამოყოფას აპირებს პატრიარქის დახვედრის მსურველებისთვის. ავტობუსების გასვლის დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დახვედრის ინიციატორია თბილისის მცხოვრები ინგა ბერიკაშვილი.

„ორშაბათს, 20 თებერვალს, 17:00 საათზე დავხვდეთ ჩვენს უწმინდესს აეროპორტში და ასევე გავაკეთოთ ცოცხალი ჯაჭვი, თუ შევძლებთ, აეროპორტიდან – საპატრიარქომდე!.. დავხვდეთ ჩვენს სულიერ მამას და დავანახოთ ჩვენი სიყვარული და რწმენის სიმტკიცე, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ერი და ბერი ერთად ვართ შეკრული ერთ მუშტად!“ — დაწერა ბერიკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
რა ხდება საქართველოს საპატრიარქოში: სისხლის სამართლის საქმე და მასმედიის ვერსიები

მან აღნიშნა, რომ სწორედ საზოგადოებას აქვს ის ძალა, რომელსაც არსებული რთული ვითარების განმუხტვა შეუძლია. სანამ პატრიარქი გერმანიაში მკურნალობდა, მაღალი იერარქიის მღვდელმსახურის მოკვლის მცდელობის ბრალდებით დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში, გერმანიაში გაფრენის წინ დააკავეს. მის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება — ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უარყოფს, რომ მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქზე გეგმავდა თავდასხმას, ილია მეორის დასაცავად განსაკუთრებული ზომები მიიღეს. პატრიარქთან ერთად ბერლინში იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის წევრები.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 84 წლისაა. ის ქართულ ეკლესიას 39 წელია უდგას სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0