გვარამია მოსამართლეთა მოსყიდვის შესახებ საუბარს უარყოფს

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაჩნდა, რომელშიც თითქოსდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისა და საქართველოს იუსტიციის ექს-მინისტრის ხმებით ადამიანები უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა მოსყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლეთა მოსყიდვის შესახებ საქართველოს იუსტიციის ექს-მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან თითქოსდა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის ავთენტურობას კატეგორიულად უარყოფს.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ: პროკურატურა ტელეკომპანიას სიცრუეში სდებს ბრალს

ყოველკვირეულმა საინფორმაციო–ანალიტიკურმა გაზეთმა Украинская революция ორშაბათს თითქოსდა გვარამიასა და ადეიშვილს შორის შემდგარი საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ისინი საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძისთვის, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავენ, ქრთამის სახით 3 მილიონი აშშ დოლარის გადაცემის საკითხზე საუბრობენ.

„ეს არის ჩემი საუბრების კომპილაცია სხვადასხვა ადამიანებთან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა, მე ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ თუ ეს მისი საუბარია, ისიც, როგორც ჩანს, სხვადასხვა ადამიანებთან მისი საუბრებიდანაა აღებული“, — განაცხადა გვარამიამ ბრიფინგზე.

„რუსთავი 2"–ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარული აუდიოჩანაწერების შექმნასა და გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უწყებას თავად მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ნატა ნაზღაიძეს უკავშირდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე „რუსთავი 2“-ის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს უარყოფს

2016 წლის ივნისში ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანიის საქმეს იხილავდა და ძალაში დატოვა ყოფილი მეპატრონის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის გადაცემის შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

„რუსთავი 2“-ის ეთერში 5 თებერვალს გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, თბილისის საკრებულომ 1 მილიონი ლარი ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს გადასცა. გვარამიას აზრით, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ ნატა ნაზღაიძეს ამგვარად „გადაუხადა“ მადლობა.

„ძალიან დინამიკურად იმუშავა სუს-მა გუშინდელი ჩვენი სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ქალბატონი ნაზღაიძის მიერ ქრთამის აღებას ეხება და რომელიც ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების მიერ პრაქტიკულად დადასტურებულია. ამის გადაფარვა არ გამოვა, მოგიწევთ პასუხის გაცემა იმ სახელმწიფო სახსრების შესახებ, რომლებიც ქალბატონ ნაზღაიძეს გადაეცა“, — განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ელოდება მსგავსი „სატელეფონო საუბრების“ ახალ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ფარული მასალები ქვეყნდება.

გასულ კვირას Украинская революция-მ გამოაქვეყნა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის მიმოწერა Viber-ის სოციალურ ქსელში. მასში საყვარელიძე სააკაშვილს უყვება, რომ მოსამართლეებმა ალავიძემ და ქათამაძემ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკის სანაცვლოდ გარკვეული დაპირებები მიიღეს.

გავრცელებული მიმოწერის თანახმად, მოსამართლეებმა მასმედიაში ინფორმაცია უნდა გაავრცელონ, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახდენს და ისინი ამის მოთმენას აღარ აპირებენ, დეტალებზე კი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იზრუნებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა“.

საქართველოს იუსტიციის ექს–მინისტრ ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. ადრე მას ინტერპოლი ეძებდა, მაგრამ გასულ წელს ის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ადეიშვილი უკრაინის მთავრობას კონსულტაციებს უწევდა.

ყველა ახალი ამბავი
0