ახალი სკანდალი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ: პროკურატურა ტელეკომპანიას სიცრუეში სდებს ბრალს

© photo: courtesy of Rustavi2"რუსთავი 2"
რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს. გასულ კვირა დღეს არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელიც მათ საქმეს განიხილავს, ზეწოლას ახორციელებს.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის დედაზე, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანზე პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი პროკურატურის დისკრედიტაციას, აღნიშნულია მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აჩვენა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ახვლედიანი ნოტარიული დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მონაწილეა. ტელეკომპანიაში გამოთქვეს აზრი, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამას ფაფიაშვილზე ზეწოლისთვის იყენებს, რომელიც შედის მოსამართლეთა კოლეგიაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს.

Amnesty International-ის ვებგვერდი - Sputnik საქართველო
საქმე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ Amnesty International-ის მოხსენებაში მოხვდა

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანის გვარი ნამდვილად ფიგურირებს კერძო საკუთრების მითვისებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში, მაგრამ არა როგორც ბრალდებულის, არამედ იმ პიროვნების სახით, რომლის განცხადების საფუძველზეც აღიძრა ეს საქმე.

2015 წლის 15 ივლისს ნოტარიუსმა ტატიანა ახვლედიანმა შსს-ს მიმართა განცხადებით, რომელიც ქონების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტს შეეხებოდა. მისი აქტიური თანამშრომლობის და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე მხილებულ იქნა თაღლითური ჯგუფი, რომელიც მოტყუებით დაეუფლა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ალა მაამდის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“ არაობიექტურ ტელევიზიად შეაფასა

ერთ-ერთი თაღლითი skype-ის საშუალებით ტატიანა ახვლედიანს დაუკავშირდა ბინის მესაკუთრე ალა მაამდის სახით და ბინის მინდობილობის გაფორმება სთხოვა. შემდეგ თავად მაამდი მივიდა ახვლედიანთან და განუცხადა, რომ მისი ბინა უკანონოდ მიისაკუთრეს. სწორედ ამის შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ფაფიაშვილი არ ეთანხმება ტელეკომპანიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მასზე პროკურატურა ზეწოლას ახდენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ე.წ. გახმაურებული საქმეებისგან აცილება მოითხოვა. ამ „გახმაურებულ საქმეთა“ შორისაა „რუსთავი 2“-ის საქმეც.

„იმისთვის, რომ მხარის აშკარად და არაერთგზის გამოხატული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება უარყოფითად არ აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასა და სანდოობაზე, თავს ვალდებულად ვთვლი, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვაში მონაწილეობისგან თვითგანრიდების შუამდგომლობით“, — განაცხადა ფაფიაშვილმა ბრიფინგზე.

რუსთავი 2–ის მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
სასამართლომ ნიკა გვარამია „რუსთავი 2–ის“ გენერალურ დირექტორად აღადგინა

უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკვე რიგით მესამე მოსამართლეა „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომელიც სასამართლო სკანდალების ცენტრში მოექცა.

პირველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იყო, რომლის დედაც მკვლელობის მცდელობის საქმის მონაწილე აღმოჩნდა.

შემდეგ იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელზეც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის თაღლითობაშია შემჩნეული და ამით პროკურატურა სარგებლობს, რათა მასზე ზეწოლა მოახდინოს. ამას ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია უწოდა.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო დავამ, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს, ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0