შსს-მ საქართველოს მასშტაბით საპოლიციო რეიდები დაასრულა

გამოწერა
პოლიციელებმა ამოიღეს უკანონოდ შეძენილი იარაღი, ნარკოტიკული ნივთიერებები, გარდა ამისა გამოავლინეს და გახსნეს სისხლის სამართლის დანაშაულები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რა დროსაც გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მორიგი შემოწმებები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე 26 —27 იანვარს განახორციელეს. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს–მ დანაშაულების სტატისტიკა გამოაქვეყნა

საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.  ასევე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის — 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

რეიდების დროს სისხლის სამართლის 57 დანაშაულიდან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 15, ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა-გატანის 1, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 15,  და ქურდობის 5 ფაქტი გამოვლინდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 883 შემთხვევიდან ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 28, წვრილმანი ხულიგნობის 9, დაუმორჩილებლობის 21 და დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 13 ფაქტი დაფიქსირდა.  

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში არსებულ უკანონობასთან ბრძოლა დაიწყო

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას  ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სამართალდამცველებმა 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა ახალი ფიქოტროპული ნივთიერება ე.წ. „ბიო“, 100 აბი „გერალგინი“, 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა „მდმა“ ამოიღეს.

როგორც შსს-ში განმარტეს, საუბარი მხოლოდ იმ მორიგ შემოწმებებს ეხება, რასაც კანონი ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0