საქართველოს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში არსებულ უკანონობასთან ბრძოლა დაიწყო

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა და თბილისის ღამის კლუბებში არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვაა.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტ გიორგი კვირიკაშვილის მითითებით  ღამის კლუბებში არსებულ უკანონობასთან ბრძოლა დაიწყო, განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ბრიფინგზე. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
შსს-ს ზომების გატარება დაევალა ზოგიერთ ღამის კლუბში არსებული უკანონობის წინააღმდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოთხშაბათს შს მინისტრს „ვარდების მოედანზე“ არსებულ ღამის კლუბებში არსებული მდგომარეობის გარკვევა დაავალა, სადაც, მისი სიტყვებით, არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს და არასრულწლოვან ქართველ გოგონებს პროსტიტუციაში ითრევენ.

„დავალება (პრემიერისგან — რედ.) მივიღეთ.  ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, რის შედეგებსაც დეტალურად წარმოვადგენთ — რა კეთდებოდა აქამდე და რა გაკეთდა დავალების მიღების შემდეგ. ამის შესახებ თქვენ საჯაროდ გაიგებთ“, — განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ზემოთაღნიშნულ ღამის კლუბებში ძირითადად დროს უცხოელები — აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები — ატარებენ.


ყველა ახალი ამბავი
0